19 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა
19 წლის გოგო კორონავირუსით გარდაიცვალა. როგორც გერმანული ჰოსპიტლის დირექტორი, ეკატერინე ლორია ამბობს, პაციენტი კლინიკაში 24 ნოემბერს კოვიდსასტუმროდან გადაიყვანეს.
"პაციენტი მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს. ემერჯენსში მისი მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკული და გადაიყვანეს რეანიმაციულ განყოფილებაში. დაიწყო გაიდლაინით განსაზღვრული პირველად დახმარების ჩატარება. CPAP ვარჯიშების მიუხედავად ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს და გადავიყვანეთ ხელოვნურ ვენტილაციაზე. კორონავირუსით ინფიცირების მძიმე მდგომარეობა განაპირობა თანდართულმა დაავადებამ და 29 რიცხვში გარდაიცვალა", — განაცხადა კლინიკის დირექტორმა, ეკატერინე ლორია.
გარდაცვლილი პაციენტის დედა მთავართან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ შვილის ჰოპსიტალიზაციას თავიდანვე ითხოვდა, რადგან თანმდევი დაავადება, დიაბეტი ჰქონდა. ამის ნაცვლად კი კოვიდსასტუმროში გადაიყვანეს, სადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა.
"მოვიდა სასწრაფო, ტესტირებაზე წაგვიყვანეს და უკან გამოგვიშვეს. ვრეკავდი, ვითხოვდი, ჰოსპიტალში წაგვიყვანეთ-მეთქი. წაგვიყვანეს კოვიდსასტუმროში. დამძიმდა, იქ წყლის მიმწოდებელიც არ ჰყავდა, სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა, ექიმს მხოლოდ ტელეფონით ეკონტაქტებოდა. სასწრაფო ჯანდაცვაში მამისამართებდა, ჯანდაცვა — სასწრაფოში. ამ ამბავს შეესწრო გერმანული ჰოსპიტლის თანამშრომელი, იქ სასტუმროში მკურნალობდა თვითონაც. იმან დარეკა ჰოსპიტალში და ხვეწნა-მუდარის მერე გადაიყვანეს. რომ ვუთხარი, იქნებ, რემდესივირი ჩაურთოთ და მკურნალობა დაიწყოთ-მეთქი, უკუჩვენებები აქვსო და არ გაუკეთეს", — განაცხადა გარდაცვლილი პაციენტის დედამ.
1 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 759 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 3 574, ხოლო გარდაიცვალა — 36 .
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
-
გადახედვაროგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას როგორ დავეხმაროთ მიუსაფარ ცხოველებს აქციაზე წიწაკის სპრეის და გაზის გაშვებისას
კომენტარები