ანტიგენის ტესტი ყველაზე სარწმუნო სიმპტომიან პირებშია, უსიმპტომოებს ჩატარებას არ ვურჩევთ — გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია განმარტავს, რომ ანტიგენის ტესტს მაღალი მგრძნობელობა და სარწმუნო შედეგი სიმპტომების გამოვლენის შემდეგ აქვს, ამიტომ უსიმპტომო პირებისთვის მისი ჩატარება რეკომენდირებული არ არის.
"წინასწარ ისიც ვიცით რა მახასიათებლები აქვს ტესტს, ამიტომ ტესტი ყველაზე მგრნობიარე და სარწმუნო არის სიმპტომიან პირებში. როდესაც ადამიანს სიმპტომი არ აქვს და ინტერესის გამო სურს სწრაფი ანტიგენ ტესტის ჩატარება, რა თქმა უნდა, არ არის ინფორმატიული და ამას არცერთ შემთხვევაში არ ვურჩევთ", — განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, ანტიგენის ტესტი ქვეყანაში დაახლოებით 300-მდე დაწესებულებაში ჩატარდება და აქცენტი იქნება დიდ ქალაქებზე: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ფოთი.
გაბუნიან განმარტა, რა წესები უნდა იყოს დაცული ანტიგენის ტესტის ჩატარებისას.
"ამ შემთხვევაში კლინიკებში ერთადერთ მოთხოვნა რომელიც დგება ანტიგენ ტესტზე, ეს არის ინფექციის კონტროლის პირობების დაცვა, რიგის მოწესრიგება, ნაკადების გამიჯვნა, რომ სიცხიანი პაციენტი არ შეხვდეს სხვა პაციენტებს და ასევე, რა თქმა უნდა, ექიმების და ექთნების მიერ პირადი დაცვის საშუალების გამოყენება. სულ ეს არის.
ანტიგენისთვის განსაკუთრებული მოთხოვნები საჭირო არ არის, რა თქმა უნდა. ანტიგენის მთავარი ხარისხის კონტროლის პირობა არის ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იყოს პრეკვალიფიცირებულია და ესეთ არის ის ტესტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ქვეყანაში. ძალიან მაღალი ხარისხისაა და იძლევა იმის გარანტიას, რომ ცდომილება იყოს ძალიან დაბალი", — განაცხადა მან.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში შემოტანილია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებული ორი ტესტიდან ერთ-ერთი და ის მაღალი ხარისხისაა.
2 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენებას აფართოებს და ეს ტესტი ჩაუტარდება ყველას, ვინც სტაციონარში მოხვდება, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა კორონავირუსის სიმპტომები. პანდემიის დასაწყისში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები ამ ტესტებს სკეპტიკურად უყურებდნენ და აცხადებდნენ, რომ მათი სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ის PCR ტესტით უნდა გადამოწმდეს, რაც არც დროს ზოგავს და არც რესურს. ქვეყანაში ვირუსის გავრცელების მეათე თვეზე მიდგომა შეიცვალა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ანტიგენზე დამყარებული ტესტის შედეგის აღიარებისა და გადამოწმების მეთოდი შეიცვალა და ამიერიდან ამ ტესტის პასუხი საბოლოოდ მიიჩნევა, თუ მას ექიმი არ დააყენებს ეჭვქვეშ. კერძოდ, გამყრელიძე განმარტავს, რომ ანტიგენის ტესტი PCR-ზე მხოლოდ ორ შემთხვევაში გადამოწმდება:
"ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ემოქმედება გადამოწმებას, როგორც ეს გვქონდა გაზაფხულზე და ზაფხულზე. მხოლოდ ორ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს გადამოწმება, ექიმის გადაწყვეტილებით. ამას ხაზს ვუსვამ, ერთი — თუ არის უსიმპტომო ადამიანი, ანტიგენი კი არის დადებითი და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება. მეორე — თუ არის სიმპტომები გამოხატული და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით გადამოწმდება.
მაგრამ თუ არის სიმპტომიანი ადამიანი და ანტიგენი დადებითია, მას არავითარი გადამოწმება არ სჭირდება. ის ადამიანი მოქმედებს უკვე იმ პროტოკოლით, როგორც ოქროს სტანდარტით, ანუ PCR-ით დადასტურებულზე".
საბჭოში განმარტავენ, რომ გაფართოებული ტესტირების მიზანია არსებული ორთვიანი შეზღუდვებისას მაქსიმალურად ბევრი შემთხვევის გამოვლენა და დროული იზოლირება მოყვეს. ამიტომ, გაფართოებული ტესტირება, შეზღუდვების მსგავსად, პირველ თებერვლამდეა დაგეგმილი.
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს, რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
კომენტარები