კუჭავას თქმით, ენმ ქვეყანაში "მთავარ ანტიდასავლურ ძალად" ყალიბდება
ქართული ოცნების წევრი, კახა კუჭავა ნაციონალური მოძრაობის წევრებს "ვითომ ევროპელ ლიდერებს" უწოდებს და ამბობს, რომ მათ სურთ აშშ-ს მხარდაჭერის მოპოვება უკანონო ქმედებებში.
კუჭავას თქმით, NATO-ს ონლაინ მინისტერიალზე მოვისმინეთ გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის მაღალი შეფასებები, ამ ფონზე კი, ნაციონალური მოძრაობა ყალიბდება მთავარ ანტიდასავლურ ძალად ქვეყანაში.
"საინტერესოა რას უწუნებს ნაციონალური მოძრაობა და მისი, ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებებში ითხოვენ მათ მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, მათი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ყველა ის უკანონო ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს — ძალადობრივი შეტევები პარლამენეტზე, ცესკოზე, სასამართლოს მიერ აღკვეთი ღონისძიების ფორმად დადგენილი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა, რომ იქნას შეფასებული დემოკრატიისა და კანონიერების დაცვად, თუმცა, ეს ასე ვერ იქნება", — განაცხადა კახა კუჭავამ.
ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ენმ-ს წევრი, ნიკა მელია ტოლობის ნიშანს სვამს აშშ-სა და რუსეთს შორის. ასე გამოეხმაურა იგი მელიას განცხადებას იმის შესახებ, რომ არ შეეგუება აშშ-ს ელჩის ირიბ გზავნილს არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით.
"ჩვენ მოვისმინეთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ძალადობასა და კრიმინალში არაერთგზის მხილებული ნიკა მელიას განცხადებები, რომელმაც ტოლობის ნიშანი დასვა აშშ-სა და ოკუპანტ რუსეთს შორის და ანტიდასავლური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში დაესხა თავს ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის საელჩოს და უშუალოდ ელჩს, ქალბატონ დეგნანს", — განაცხადა კუჭავამ ბრიფინგზე.
კუჭავა ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ არაერთი ნაბიჯი გადადგა პოლიტიკური პროცესების დეესკალაციისთვის, ამ დროს კი ოპოზიცია დასავლელ ელჩებს სთხოვს არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადოს, დამარცხებული კი — გამარჯვებულად. იგი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს თავი შეიკავონ ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებზე თავდასხმისგან.
"ოფიციალურად გვსურს, ყველა პოლიტიკურ სუბიექტებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანზიაციებს, მთელ საქარველოს საზოგადოებას, გამოხატონ პოზიცია ნაციონალური მოძრაობის მიერ ქვეყანაში ანტიდასავლურ განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშრებით", — განაცხადა კახა კუჭავამ.
2 დეკემბერს, ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ნებისმიერი ელჩი ან პარტნიორი არაობიექტური იქნება, თუ იტყვის, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები არ გაყალბებულა.
31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა, და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. უკვე გაიმართა მოლაპარაკებების ორი რაუნდი. ოპოზიცია ამბობს, რომ ქართულ ოცნებას წარუდგინეს კონკრეტული წინადადება და შემდეგ ნაბიჯს სწორედ მმართველი პარტიისგან ელიან.
გაიგეთ მეტი:
- როცა აშშ-ს ელჩი ირიბად მაყენებს გზაზე, რომ არჩევნები არასდროს ჩატარდეს, ამას არ შევეგუები — მელია
- NATO-ს მხარდაჭერა ღია კარის პოლიტიკის გაგრძელების მიმართ, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია — გახარია
- შავი ზღვის რეგიონში ძალების გაძლიერებას თბილისსა და კიევთან ხვალ განვიხილავთ — NATO
- 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ისევ ძალაშია — სტოლტენბერგი
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
კომენტარები