ნივთები, რომლებიც დისტანციური რეჟიმის პირობებში დაგვჭირდება — გრანდ ელექტრონიქსი
2020 წლის ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად ჩვენ წელს უკვე მეორედ მოგვიწია გადავსულიყავით უჩვეულო, დისტანციურ რეჟიმზე და კვლავ დავმეგობრებოდით ტექნიკასა და ნივთებს, რომელთაც, ჩვეულებრივ, სახლში იშვიათად ვიყენებდით.
ბევრმა ჩვენგანმა სწორედ დისტანციური მუშაობის პერიოდში აღმოაჩინა, რომ ის სასუსნავები, რომლებიც ყველას ასე ძალიან გვიყვარს, სახლშიც მზადდება, თანაც, მარტივად, სწრაფად და, რაც მთავარია, მეტად უფრო ჯანსაღი შედეგით.
როგორ იწყება დილა დისტანციურად მუშაობის დროს?
მოდით, ყველამ ვაღიაროთ, რომ დილით ადგომის დრომ საგრძნობლად გადაიწია წინ, რადგან შეგვიძლია, სამსახურში "მისვლამდე" 15 წუთით ადრე გავიღვიძოთ. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ჯანსაღი საუზმე დღის იდეალურად დაწყების გარანტი და ჩვენი ფიზიკური თუ მენტალური ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის მნიშვნელოვანი ელემენტია.
საუზმე
რა გვჭირდება იმისათვის, რომ ჩვენი დღე ენერგიულად, სეროტონინის მოზღვავების ფონზე დაიწყოს? რა თქმა უნდა, ელექტროჩაიდანი ან ყავის აპარატი განსაკუთრებული ყავის მოყვარულებისთვის! ხოლო მათთვის, ვინც დილის უფრო ნოყიერი საუზმით დაწყებას არჩევს, მარტივი საუზმეულის სწრაფად მოსამზადებლად იდეალური გამოსავალი ტოსტერი, სენდვიჩმეიქერი ან ბლინების ტაფაა.
სადილი
დღეს, ისე როგორც არასდროს, დავაფასეთ დედები. ჩვენ ხომ, ძირითადად, კერძის მომზადებაზე დროს არ ვკარგავთ ხოლმე. შესვენება კი როგორც ოფისში, ისე სახლიდან მუშაობის დროს 1-საათიანია და, თანაც, ეს ძვირფასი დრო დასვენებისთვისაა გამოყოფილი და არა დასაღლელად, ამიტომაც ამ ერთ საათში სრულყოფილი კერძის მომზადებისა და მირთმევის მოსწრება შეუსრულებელ მისიათა რიცხვს შეგვიძლია მივაწეროთ.
მიუხედავად ამისა, ამ პრობლემის გადასაჭრელად მულტისახარში ქვაბი ან აეროგრილი იდეალური გამოსავალია. სანამ ჩვენ Zoom-ით შეხვედრას ვმართავთ, შეგვიძლია, საყვარელი ბოსტნეული და ხორცი აეროგრილზე მოვათავსოთ და საქმეს მივუბრუნდეთ, ან მულტისახარშ ქვაბში მოვხარშოთ ხორცეული და გარნირად ბრინჯი, კუსკუსი ან ბოსტნეულიც იქვე ჩავულაგოთ, შემდეგ კი უშფოთველად განვაგრძოთ სამუშაოს კეთება, რადგან გვეცოდინება, რომ არაფერი დაიწვება, არაფერი გადაიხარშება და ქვაბიდან წყალი არ გადმოიღვრება.
იმ დროისთვის, როდესაც ჩვენი შესვენების დრო მოვა, ისღა დაგვრჩება, რომ კერძს საყვარელი სანელებლები მოვაყაროთ და მივირთვათ: თან ჯანსაღად, თან გემრიელად.
ვახშამი
სამსახურის დასრულების შემდეგ ჩვენი ტემპი ნელდება. დისტანციურად მუშაობის პარალელურად სხვა სოციალურმა აქტივობებმაც იცვალეს სახე. ახლა იუბილარ მეგობრებს ვთხოვთ, სურვილი ჩაუთქვან სანთელს, რომელსაც ეკრანის ჩვენი მხრიდან, ჩვენვე შევუბერავთ სულს და ჩავაქრობთ მათთვის. ამ და სხვა სახის ვირტუალური შეკრებებისათვის დაგვჭირდება პლანშეტი, რომ Zoom-ში ახლა უკვე მეგობრებს ჩავერთოთ, საყვარელი სასუსნავები, სასმელი და დისტანციური დინამიკი (რატომაც არა?!), რათა მუსიკით სასიამოვნო განწყობა შევიქმნათ.
ხოლო ის, რაც დისტანციურ რეჟიმზე სრულფასოვანი გადაწყობისათვის ახლავე და აუცილებლად დაგჭირდებათ, ერთად თავმოყრილი შეგიძლიათ იპოვოთ www.grandel.ge-ზე. დაათვალიერეთ ტექნიკა, რომელზეც უკვე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასები მოქმედებს, და შეარჩიეთ პროდუქტი, რომელიც კომფორტს შეგიქმნით!
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
კომენტარები