თუ სურდა ბიუჯეტის განხილვაში მიგვეღო მონაწილეობა, არ გაეყალბებინა არჩევნები — კაპანაძე გახარიას
ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე ამბობს, რომ ქართულ ოცნებას აქამდე არ გაუთვალისწინებია მათი რეკომენდაციები ბიუჯეტთან დაკავშირებით. ამიტომ, ამბობს, რომ პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებას ბიუჯეტის განხილვაში ოპოზიციის შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით, აზრი არ აქვს.
"გახარიას ამ ყალბ შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე, რომ არ შევიდეს პარლამენტში.
არანაირი ბიუჯეტის განხილვა მნიშვნელოვანი თემა არ არის. ჩვენ წლები პარლამენტში ვიყავით და არც ერთხელ, არცერთი რეკომენდაცია, ჩვენს მიერ მიცემული ბიუჯეტთან დაკავშირებული ან გადასახადების შემცირებაზე, ან პენსიების გაზრდაზე და ბიუროკრატიული ხარჯის შემცირებაზე, არც ერთხელ არ გაუთვალისწინებიათ. არცერთი ჩვენი რეკომენდაცია არ გაუთვალისწინებიათ კოვიდთან ბრძოლის დროს, მომზადებასთან დაკავშირებით, რომ ასეთი კრიზისი და კატასრტოფა არ მიგვეღო. არ გაუთვალისწინებიათ და ახლა გაახსენდა გახარიას, რომ ოპოზიციის მიერ ბიუჯეტის განხილვა არის მნიშვნელოვანი", — ამბობს სერგი კაპანაძე.
კაპანაძე გიორგი გახარიას განცხადებას "ყალბ სენტენციებს" უწოდებს და ამბობს, რომ მსგავსი საბაბით იგი ოპოზიციას პარლამენტში ვერ შეიყვანს.
"ეს ყალბი სენტენციები შეუძლია შეინახოს თავისთვის და მოუყვეს ივანიშვილს. თუ მას სურდა, რომ პარლამენტში მართლა ყოფილიყო ოპოზიცია და მართლა ყოფილიყო სერიოზული დისკუსია, მას არჩევნები არ უნდა გაეყალბებინა [...] ახლა, როდესაც მან არჩევნების გააყალბა, ის ამ პარლამენტში ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს და არანაირი ასეთი ყალბი საბაბი ამისთვის მას არ გამოადგება", — განაცხადა კაპანაძემ.
დღეს, 3 დეკემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, ბიუჯეტის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებმა ნდომა გამოუცხადეს.
31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
კომენტარები