დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

4 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 068 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა — 2 336, ხოლო გარდაიცვალა 38 ადამიანი.

ქვეყანაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 152 704-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 126 904-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 425 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 5 068 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით:

  • თბილისში — 1 959;
  • აჭარაში — 483;
  • იმერეთში— 980;
  • ქვემო ქართლში — 296;
  • შიდა ქართლში — 222;
  • გურიაში — 122;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში — 408;
  • კახეთში — 335;
  • მცხეთა-მთიანეთში — 130;
  • სამცხე-ჯავახეთში — 114;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში — 19.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 24 349. მძიმე პაციენტია 1 070 პირი, მათ შორის, თბილისში — 491, აჭარაში — 155, იმერეთში — 247. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 476 პირი, მათგან, თბილისში 214, აჭარაში — 117, იმერეთში — 45.

3 899 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 13 779 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში კი მოთავსებულია 1 241 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 262 ადამიანი.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: