როგორ წარმომიდგენია საქართველო 2050 წელს - გამარჯვებული ესსე
რამდენიმე კვირის წინ ფეისბუქ ჯგუფში Gen Z გამოცხადდა ესსეების კონკურსი, რომლის მიხედვითაც Gen Z თაობის წარმომადგენლებს უნდა დაეწერათ ესსე სამიდან ერთ–ერთი სათაურით:
1. Gen Z თაობის გამოწვევები
2. ვინ არის Gen Z თაობა და რა გამოარჩევს მას სხვა თაობებისგან?
3. როგორ წარმოგიდგენია საქართველო 2050 წელს?
კონკურსში 18 წლის მარიამ კილასონიამ გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილები კი ნინა ჟვანიამ და მალხაზ გაბისონიამ დაიკავეს.
გთავაზობთ მალხაზ გაბისონიას ესსეს რედაქტირებული სახით.
აჰა, გათენდა 2051 წლის 1 იანვარი. თავი მტკივა, გუშინ ბევრი მომივიდა, ამდენი არ უნდა დამელია, მაგრამ ვერ გავუტეხე ჩემი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან, ყველაზე მაგარ ტიპებს, ჩემს თანამოქალაქეებს. აი რაც პრეზიდენტი გავხდი მას მერე ბევრს ვფიქრობ რა შევცვალო, კიდევ რა ტიპის კომფორტი შევუქმნა ადამიანებს ამ ახალ 2051 წელს. მოდი, ყველა ასაკობრივ და სოციალურ სეგმენტს განვიხილავ და ამის მიხედვით გადავწყვეტ კიდევ რისი შეცვლა და გაკეთება შემიძლია.
ბავშვები
ბავშვებს და მათ მშობლებს უკვე აქვთ იმის საშუალება, რომ საბავშვო პროდუქტი უფასოდ მიიღონ, თან – ყველაფერი ხარისხიანია. საბავშვო ბაღებში უკვე არის ტექნიკური ბაზა და აღმზრდელები თუ ფსიქოლოგები აქტიურად არიან ჩართულები მათი, როგორც პიროვნების, ჩამოყალიბების ფორმირებაში. მოკლედ, აქ სრული წესრიგია.
მოსწავლეები
გადავიდეთ სკოლის მოსწავლეებზე. მოსწავლეებს უკვე აქვთ მათთვის საინტერესო საგნების არჩევის უფლება. ყველა სკოლაში არის უფასო კვება, ხარისხიანი პროდუქტი. თითოეულ მოსწავლეზე მუშაობს ფსიქოლოგი და ასაკობრივი პრობლემების დაძლევაში ეხმარება. ასევე, IX კლასის შემდეგ წარმატებულ მოსწავლეებს საზღვარგარეთ განათლების მიღების საშუალება აქვთ. მგონი აქაც წესრიგია.
სტუდენტები
სტუდენტების განვითარების საშუალებები ახლა საკმაოდ მრავალფეროვანი და მასშტაბურია. უკვე ყველა რეგიონშია მაღალი დონის უნივერსიტეტი კვალიფიციური ლექტორებით. თითოეული მათგანი სახელმწიფოსგან აღჭურვილია უახლესი, საჭირო ტექნიკით. და რაც მთავარია, სწავლა უფასოა. მხოლოდ, გამოცდების ფორმატია შეცვლილი: ახლა სტუდენტები უნივერსიტეტებში 3–ეტაპიანი გასაუბრების შედეგად ირიცხებიან. აბა, ჩემს დროს მთელი წელი ვემზადებოდი, 3 საგნის ჩაბარება მომიწია, და თან უნივერსიტეტიც ფასიანი იყო. ვაჰ, როგორ გავიზარდეთ. უი, მთავარი გამომრჩა, ყველა წარმატებული სტუდენტი საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ მაღალი ანაზღაურებით იწყებს მუშაობას. როგორც ჩანს, აქაც ყველაფერი რიგზეა.
ზრდასრულები
კარგი, გადავიდეთ უფროს ასაკობრივ სეგმენტზე. ჩვენს ქვეყანაში, თითოეულ მოქალაქეს აქვს ფულის გამომუშავების საშუალება. ჩემი გაპრეზიდენტებიდან, ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს 2 დღეს, შაბათს და კვირას. რატომ?! ამ დღეებში ნებისმიერ მოქალაქეს აქვს იმის საშუალება, რომ თავის რეგიონში, ქალაქსა თუ სოფელში ონლაინ ჩაეწეროს ჩვენ მიერ შექმნილ პორტალზე www.izrune.ge და განახორციელოს სხვადასხვა ტიპის აქტივობა: დაალაგოს მის რეგიონში დაბინძურებული ადგილები, ჩაატაროს შეხვედრები და ისაუბროს ისეთ საკითხებზე, რაც ცნობიერებას აამაღლებს. ცხადია, სახელმწიფო ამისთვის მათ შესაბამის ანაზღაურებას გადაუხდის.
ასაკოვნები
ჩემი საყვარელი სეგმენტი – ასაკოვანი მოქალაქეები. მახსოვს, 2007 წელი იყო და ბებიაჩემი საფრანგეთში წასვლაზე ოცნებობდა, მაგრამ იმდროინდელი პენსიით აბა როგორ, როცა ბილეთი პენსიაზე 4-5ჯერ ძვირი ღირდა. ნეტა ახლა მყავდეს ბებია გვერდით, პენსიის ნახევარსაც კი არ დახარჯავდა სამოგზაუროდ. თანაც ზემოთხსენებული ონლაინ პლატფორმა ამ სეგმენტისათვისაც ხელმისაწვდომია და არა ერთი პენსიონერი ჩაგვერთო უკვე.
მოწყვლადი ჯგუფები
უმცირებოსებიც კარგად არიან. თითოეული ჯგუფის უფლებების დაცვა სამუშაო გარემოსა თუ მის გარეთ სრულად უზრუნველყოფილია. შარშანწინ კიდევ 3 ტრანსგენდერი და შშმ პირი განათლების და კულტურის სამინისტროში ავიყვანეთ, ზოგი სკოლაში მასწავლებელია, ზოგიც – ლექტორი, ზოგი – ტელეწამყვანი.
რა გამოვიდა, ყველა სეგმენტი საკაიფოდაა; საღოლ მალხაზ, რა საათივით აგიწყვია ეს ქვეყანა.
პირველ ადგილზე გასული ესსე:
Gen Z - ვინ ვართ ჩვენ და რა გამოგვარჩევს სხვა თაობებისგან? – გამარჯვებული ესსე
მეორე ადგილზე გასული ესსე:
Gen Z თაობის გამოწვევები – გამარჯვებული ესსე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
კომენტარები