სასამართლომ სოც.ქსელების გამოყენებისთვის სამსახურიდან გათავისუფლება უკანონოდ ცნო, ვიდეოჩანაწერები კი მტკიცებულებად არ მიიღო
მაღაზიაა ნიუ ბალანსიდან თანამშრომელი, ნინო ავქაფაშვილი იანვარში სამუშაო საათებში სოციალური ქსელების გამოყენების მიზეზით გაათავისუფლეს. კომპანიამ სასამართლოში მის წინააღმდეგ ვიდეოკამერების ჩანაწერები წარადგინა. სასამართლომ ჩანაწერები ბათილად ცნო, კომპანიას კი თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება დააკისრა.
ნინო On.ge-სთან ყვება, რომ სამსახურიდან სატელეფონო ზარის მეშვეობით გაუშვეს და გათავისუფლების ოქმი მოგვიანებით, მისი მოთხოვნის საფუძველზე დაიწერა.
"6 იანვარს გამათავისუფლეს სატელეფონო ზარის მეშვეობით. არანაირი გაფრთხილება არ მიმიღია, არც საყვედური, არც ჯარიმა. სატელეფონო საუბარში მითხრეს, არ მიწერდნენ გათავისუფლების ოქმს იმიტომ, რომ ჰქონდათ მტკიცებულებები და გულისხმობდნენ ვიდეოკამერების ჩანაწერებს. მოვითხოვე გათავისუფლების ოქმი და რამდენიმე დღის მერე შეადგინეს. ამ ოქმში კი ეწერა, რომ მიშვებდნენ ხელშეკრულების ან/და შინაგანაწესის დარღვევის გამო, რომ სამსახურში ვსარგებლობდი სოციალური ქსელებით. ამ დროს, შინაგანაწესი არ არსებობდა კომპანიაში და ეგაა მთელი ამბავი, რომ გათავისუფლების ბრძანებაში მედავებოდნენ დარღვევას, რომელიც არანაირი წესით არ რეგულირდებოდა", — გვიყვება ნინო ავქაფიშვილი.
ნინოს ადვოკატის, სოლიდარობის ქსელის იურისტ დავით ომსარაშვილის განცხადებით, ეს იქნებოდა რიგითი შემთხვევა, რომ არა ვიდეოჩანაწერების ფაქტორი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხალხმა იცოდეს, რომ არცერთ დამსაქმებელს არ აქვს მათი კონტროლისა და ვიდეოჩანაწერების მათ წინააღმდეგ გამოყენების უფლება.
"უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩანაწერები, რომელიც დასაქმების ადგილას ხორციელდება, ემსახურება იმას, რომ დაცული იყოს კომპანიის უსაფრთხოება და მატერიალური ზიანი არ მიადგეს. კანონში წერია, რომ ვიდეოკამერების სხვა მიზნით დამონტაჟება ან ჩანაწერების გამოყენება დაუშვებელია. ანუ ამ კამერებით დასაქმებულთა ქცევა ან დისციპლინის კონტროლი დაუშვებელია. ხშირად, როცა მოგვმართავენ, აღნიშნავენ, რომ ამ ჩანაწერებით აშანტაჟებენ, მაშინ, როცა ვიდეოთვალთვალი არანაირ კავშირში არაა დასაქმებულთან და უშუალოდ მათ არ ეხება", — აღნიშნა დავით ომსარაშვილმა.
ადვოკატის თქმით, კომპანიამ ვერ წარმოადგინა ვერანაირი არგუმენტი, რომ ნინოს ქცევით რაიმე ზიანი მიადგა. თავად მაღაზიის მენეჯერის ჩვენებაც, რომელიც სასამართლოზე მოწმის სახით იყო დაბარებული, ემყარებოდა ვიდეოჩანაწერში ნანახ კადრებს, რომელიც სასამართლომ უკანონოდ მოპოვებულად აღიარა და ბათილად ცნო.
ამ ეტაპისთვის უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა კომპანია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას.
რა წერია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში
მე-4 მუხლი — მონაცემთა დამუშავების პრინციპები:
ა) მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
ბ) მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით.
მე-5 მუხლი — მონაცემთა დამუშავების საფუძვლები:
მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ:
ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
მე-12 მუხლი — საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობების ვიდეოთვალთვალი:
მე-3 ნაწილი — სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის დაყენება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, თუ ეს აუცილებელია პირის უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის, საიდუმლო ინფორმაციის დაცვის და გამოცდის/ტესტირების მიზნებისათვის და თუ ამ მიზნების სხვა საშუალებით მიღწევა შეუძლებელია;
მე-5 ნაწილი — ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამუშაო ადგილზე ვიდეოთვალთვალის სისტემის გამოყენებისას შესაბამის კერძო ან საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული ყველა პირი წერილობითი ფორმით უნდა იყოს ინფორმირებული ვიდეოთვალთვალის განხორციელებისა და მისი უფლებების შესახებ.
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები