პანდემიამ ჩემი თანაგრძნობის უნარი გამოსცადა — ებრაელი ექიმი, რომელმაც ნაცისტური ტატუების მქონე პაციენტს უმკურნალა
კალიფორნიელი ექიმი ტეილორ ნიკოლსი არაერთხელ წაწყდომია სიძულვილს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ოთახში. მან უმკურნალა რასისტ პაციენტებსაც, თუმცა ყოველ ჯერზე ებრაელ მედიკოსს საკუთარ თავში თანაგრძნობის უნარის პოვნა უწევდა, რათა მასზე დაკისრებული მოვალეობა შეესრულებინა.
ეს მანამდე, სანამ მისი პაციენტი კორონავირუსით შესაძლო დაინფიცირებული გახდებოდა, რომელმაც ექიმი საკუთარი საქმისადმი დამოკიდებულებაზე დააფიქრა. პაციენტის კანი ნაცისტური ტატუებით იყო დაფარული, მათ შორის ყველაზე დიდი სვასტიკა კი მკერდზე იყო გამოსახული. სტაციონარში მოთავსებისას კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი კაცი ნიკოლსს მის გადარჩენას ეხვეწებოდა.
ნიკოლსი და მისი გუნდი, რომელთა შორისაც შავკანიანი ექთანი და აზიური წარმოშობის ექიმი არიან, პაციენტის გადასარჩენად გაერთიანდნენ და იგი მართვით სუნთქაზე ინტუბაციის მეთოდით გადაიყვანეს, რაც განსაკუთრებით საშიშია კოვიდპანდემიის პერიოდში, რადგან ამ დროს ინფექციის წყარო, შესაძლოა, სამედიცინო პერსონალსაც მოხვდეს. სწორედ მაშინ, ნიკოლსი დაფიქრდა, იგივეს თუ გააკეთებდა ეს კაცი, როლები რომ პირიქით ყოფილიყო.
"პანდემია მძიმედ დამაწვა, ჩემს მანტრას კი ყოველთვის ერთი და იგივე ეფექტი არ აქვს", — წერს ნიკოლსი ტვიტერზე, — "მთელი ამ ხნის განმავლობაში თავდაუზოგავად ვიბრძვი და ახლა ვიაზრებ, რომ, შესაძლოა, კარგად არ ვარ".
CNN-თან ინტერვიუში ექიმი ამბობს, რომ საკუთარი პაციენტებისადმი თანაგრძნობის და თავდადების უნარი, რომელიც მისგან თავისი მოვალეობის შესრულებას მოითხოვს, პანდემიამ შეასუსტა.
"ენაჩავარდნილი ვიდექი, რადგან ჩემს კარიერაში ასეთი ყოყმანის მომენტი არასდროს არ მქონია", — აღნიშნავს ნიკოლსი.
მიუხედავად ამისა, ექიმი ამბობს, რომ იგი საკუთარი საქმის ერთგულია და ყოველთვის ყველაფერს აკეთებს პაციენტისთვის. ამასთან, იგი დასძენს, რომ წარსულში პაციენტებთან ურთიერთობისას ეთიკური დილემის წინაშე როცა დგებოდა, ცდილობდა, თავის გასაკეთებელ საქმეზე ფოკუსირებულიყო.
"თუმცა, ამ შემთხვევაში, პაციენტთან საუბრის საშუალება არ მქონდა", — აგრძელებს ექიმი, — "ჩემზე გავლენა მხოლოდ ამ სიმბოლომ იქონია. ეს სიძულვილის სიმბოლოა. სწორედ ამან გამოიწვია ჩემი ყოყმანი".
ნიკოლსი არც იმას გამორიცხავს, რომ მისი რეაქციის მიზეზი პანდემიისგან მიღებული სტრესი იყოს, რომელსაც სამედიცინო დაწესებულებებში მომუშავე პერსონალზე განსაკუთრებით ნეგატიური გავლენა აქვს.
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
კომენტარები