Gen Z თაობის გამოწვევები - გამარჯვებული ესსე
რამდენიმე კვირის წინ ფეისბუქ ჯგუფში Gen Z გამოცხადდა ესსეების კონკურსი, რომლის მიხედვითაც Gen Z თაობის წარმომადგენლებს უნდა დაეწერათ ესსე სამიდან ერთ–ერთი სათაურით:
1. Gen Z თაობის გამოწვევები
2. ვინ არის Gen Z თაობა და რა გამოარჩევს მას სხვა თაობებისგან?
3. როგორ წარმოგიდგენია საქართველო 2050 წელს?
კონკურსში 18 წლის მარიამ კილასონიამ გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილები კი ნინა ჟვანიამ და მალხაზ გაბისონიამ დაიკავეს.
გთავაზობთ ნინა ჟვანიას ესსეს რედაქტირებული სახით.
მე ჩვეულებრივი, და თან არაჩვეულებრივი, ბავშვობა მქონდა... აი ისეთი შვილიშვილს რომ ამაყად მოუყვები და ძალიან იმარიაჟებ – ძალიან ბევრი ბედნიერებით, საჩუქრებით, შენზე შეყვარებული ნათესავებით და საოცნებო მშობლებით. მაგრამ ერთ დღესაც, 2 წლის ნინიკოს, რომელსაც თავზე კიკინები უკეთია და რომელიღაცა სათამაშოს ღეჭავს, უცებ მისი დედიკო სასწრაფოდ აცმევს და ბარგს ალაგებს.
მითხრა რომ ომი დაიწყო, მოკლედ ამიხსნა რაც ხდებოდა, და მე, არ ვიცი რატომ რისთვის ან რა მიზეზით, მაგრამ ჩანთაში ყვითელი მტვრის საწმენდი ტილოების ჩალაგება დავიწყე ისტერიულად (ალბათ ჩემი OCD–ის ბრალია). თან სხვებსაც ვუხსნიდი, რომ იქ, სადაც წავიდოდით, მტვერი იქნებოდა.
ეს მართლა მახსოვს.
ალბათ აქ დაინგრა ჩემი იდეალური წარმოდგენა ადამიანის სურვილებზე, სიკეთეზე, და იმაზე რომ "ყველაფერი კარგად იქნება". ვიღაც რუსმა გაბედა და დედიკო გამიბრაზა. OKAY, WHAT???
ცოტა რომ წამოვიზარდე, ექიმობა მინდოდა, ძალიან. სულ თეთრი ხალათით და ნემსებით დავიარებოდი სახლში, მაგრამ ვამბობდი რომ მე რო გავიზრდები ალბათ ექიმი არავის აღარ დასჭირდება, იმდენად კარგად იქნება ყველაფერი-მეთქი, და გულით მჯეროდა რომ დრო იყო სხვა პროფესიაზე მეფიქრა. ახლა რომ ვფიქრობ: ნინა, ძალიან შეცდი.
1–2 კლასიდანვე ძალიან დიდი აგრესია მქონდა რუსეთის მიმართ, როგორც კი სკოლაში გამიშვეს, ვთქვი, რომ რუსულს არასდროს არ ვისწავლიდი და ასეც მოხდა. ძალიან ბევრი ჩვეული ფრაზა მესმოდა გარშემო: "მტრის ენა უნდა იცოდე"... მე მაინც არ ვსწავლობდი, რაღაცნაირად გული მევსებოდა ზიზღით, როცა ეს ქვეყანა მედგა თვალწინ და არცერთი წამი არ ვაპირებდი მათ იმდენად დაფასებას, რომ ენა მცოდნოდა.
ზუსტად ასე ნელ–ნელა ვიზრდებოდი და ვხვდებოდი, რას ნიშნავს იყო რაღაც თაობის წარმომადგენელი, და ზოგადად რა არის თაობა. პირველად ეს მაშინ გავიაზრე, როცა ჩემსა და ბებიას შორის რაღაც თემაზე კამათი ჩამოვარდა. ვერაფერი ავუხსენი, რა სიტყვებითაც ვუხსნიდი, იმ სიტყვების ახსნაც მჭირდებოდა და ბოლოს დავიღალე, ძალა გამომელია. ლექსიკაც.
ზოგადად ახალგაზრდები, ძალიან ხშირად ვღიზიანდებით, რომ ჩვენს მამებს, დედებს, ბიძებს, ბიცოლებს, მეზობლებს თუ სხვა კეთილისმსურველებს ვერ ვძრავთ ახალი და GEN Z–ური აზროვნებისაკენ. ვზივართ საათობით ოჯახურ ვახშმებზე, ამასობაში სუფრაც ცივდება, აზრი კი არა და არ იცვლება. რატომ? ნუთუ ასეთი რთულია რომ გაიგო რომ ჰომოფობია ტეეეხხსსს ბიძაჩემო ტეეეხსსს, come onnn!!
მაგრამ ხანდახან ვუფიქრდები და ვერც ვამტყუვნებ: აი მე რომ ვიქნები 50 წლის (გლობალურმა კლიმატის ცვლილებამ თუ მაცოცხლა მანამდე) დამითანხმებს რო ჩემი შვილიშვილი მის რამე ახალ Gen–რაღაცა იდეაზე? იქნებ სულ ვერ გადამიბიროს? და მე ჩემს Gen Z–ურ აზრზე ვიდგე მყარად, რომელიც სავარაუდოდ არ მოეწონება? მაშინაც ხომ ყველაფერი სულ სხვანაირად იქნება?
ამაზე რომ ვფიქრობ, რაღაც დოზით მესმის მათი. თან ისინი გამოცდილებას გვიზიარებენ, გვასწავლიან და გვარიგებენ. ჩვენში ხედავენ იმედის ნაპერწკალს. იმედი ყველაზე მაგარი გრძნობაა ამ დედამიწაზე, სიყვარულის შემდეგ. და მეც ვხედავ, ვხედავ რომ სადღაც 2020 თუ არა, 2050 წელს სამყარო სადღაც ერთ ლეველზე დაჯდება, იქ სადაც ყველა ბედნიერია, სადაც აზრის გამოსათქმელად საპროტესტო აქცია არ გჭირდება, სადაც შენი ორიენტაციის გამო "ტაბურეტკას" არავინ ჩაგარტყამს, სადაც ქვეყანას არ ექნება უფლება მეორე ქვეყნის მიწა მიითვისოს და ადამიანები გაიტაცოს. მე მჯერა რომ ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება, უბრალოდ სულ ცოტა უნდა მოვითმინოთ, სულ ცოტა, რომ ადამიანებმა ვინც ჩვენამდე სულ სხვანაირად ცხოვრობდა ყველაფერი გადააფასონ, და მიხვდნენ, რა კარგია ცხოვრება ჩარჩოების გარეშე, როცა შენი ფრთების ყველაზე მეტად გჯერა, რომელიც სადღაც ბედნიერ უსასრულობაში მიგაფრენს.
ზოგადად, სტერეოტიპები ჩარჩოები და სტიგმები – ეს არის ის, რაც Gen Z-ის ყველაზე მეტად ტანჯავს, და გვტანჯავს. ვერ ვხვდებით რატომ უნდა ვუსმინოთ ვინმეს აზრს, როცა არსებობს ჩვენი საკუთარი, რომელიც ასეთი ბედნიერების მომნიჭებელია ჩვენთვის. ვერ ვხვდებით. და ნეტა არც მივხვდეთ. წლებთან ერთად ეს ყველაფერი შეიცვლება და რეფორმირდება.
ჩემი აზრით, ეს თაობა არის ის, რომელსაც ელოდა დედამიწა ამდენი ხნის განმავლობაში. ის, რომელიც ყველაფერს უკეთესობისკენ შეცვლის. და სანამ შეცვლის, მანამდე ამ ყველაფრის თმენა უწევს. თუმცა, მჯერა რომ ყველაფერს ავიტანთ და 30 წლის მეს გამეცინება იმაზე, თუ როგორი იყო 2020. ჩემს ინსტაგრამ არქივში შევალ და მაგრად ვიხარხარებ, თუნდაც სიტყვა "ქრაშზე".
მომიტევეთ, თუ სადმე აზრი ამერია, ამას გამთენიისას ვწერ, ინსომნიაც Gen Z-ის გამოწვევაა, I guess.
პირველ ადგილზე გასული ესსე:
Gen Z - ვინ ვართ ჩვენ და რა გამოგვარჩევს სხვა თაობებისგან? – გამარჯვებული ესსე
მესამე ადგილზე გასული ესსე:
როგორ წარმომიდგენია საქართველო 2050 წელს - გამარჯვებული ესსე
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები