Art Inception Georgia — პლატფორმა, რომელიც ხელოვანებისთვის არსებულ შესაძლებლობებს თავს უყრის
კორონავირუსის პანდემიამ გლობალური ხელოვნების სექტორი მთლიანად შეცვალა: მუზეუმები დაიხურა, ფესტივალები და კონცერტები გაუქმდა, ვორქშოპები და გამოფენები გაურკვეველი ვადით გადაიდო, ნამუშევრების გაყიდვებმა იკლო. შემოსავლის გარეშე დარჩნენ ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები. ხელოვანები ცდილობენ, პანდემიის მიერ მოტანილ ახალ დღის წესრიგს ფეხი აუწყონ და თავიანთი შემოქმედების აუდიტორიამდე მისატანად ახალი, ინოვაციური ხერხები იპოვონ, თუმცა ეს ყოველთვის მარტივი არაა.
ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა Art Inception Georgia პანდემიის პირობებში შეიქმნა. მისი მიზანია, დაეხმაროს ხელოვანებს სხვადასხვა ჯგუფებთან კომუნიკაციაში, იქნება ეს დონორები, კერძო კომპანიები, მომხმარებლები, სოციალური მედიის მომხმარებლები და სხვა. პლატფორმის მისიისა და გეგმების შესახებ ჩვენ მის დამფუძნებელს, გვანცა კიკალიშვილს ვესაუბრეთ.
მოგვიყევი, ვისზეა გათვლილი Art Inception Georgia და რა იყო ჩანაფიქრი ამ ინიცატივის მიღმა ?
ჯერ მხოლოდ 1 თვეა, დავიწყეთ მუშაობა და გვიხარია, რომ უკვე ასეთი დიდი გამოხმაურება გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენ ყოველდღიურად ვეძებთ ინფორმაციას საერთაშორისო ფონდების, სტიპენდიების და კონკურსების შესახებ და ქართულ ენაზე ვაწვდით საზოგადოებას. სურვილის შემთხვევაში, ჩვენ ვეხმარებით მსურველებს როგორც პროექტების დაწერაში, ისე განაცხადების შევსებაში, სოციალური მედიის სტრატეგიის შექმნაში და სხვა. უკვე მოგვმართა რამდენიმე მუზეუმმა და დაინტერესდა იმ ინფორმაციით, რომელიც გამოვაქვეყნეთ. განსაკუთრებით აინტერესებთ ფოტოგრაფებისთვის განკუთვნილი კონკურსები.
გვაქვს კიდევ ერთი პლატფორმა — Art Inception Edu, რომლის მთავარი მიმართულებაც განათლებაა: ვცდილობთ, ბავშვებს მივაწოდოთ განათლება ხელოვნების შესახებ და ხელოვნების გამოყენებით დავეხმაროთ ახალი უნარების და ინტერესების აღმოჩენაში. ამ ეტაპზე ვატარებთ ხელოვნების ვორქშოფებს ბავშვებისთვის როგორც ონლაინ, ისე მათ საკუთარ სივრცეებში, სადაც ბავშვები იღებენ ახალ ინფორმაციას სახალისო ფორმით და შემდეგ, ვორქშოფებზე ამ ცოდნას პრაქტიკაში განიმტკიცებენ. ეს ვორქშოფები განსაკუთრებით აქტუალურია ახლა, როცა ბავშვების სამყარო და ყოველდღიურობა რადიკალურად შეიცვალა. აქ მათ ისევ აქვთ საშუალება, შეხვდნენ თანატოლებს და არაფორმალურ გარემოში ისწავლონ და გაერთონ.
ჩემი მთავარი მოტივაცია, როდესაც ამ პლატფორმაზე ვფიქრობდი, იყო ის გამოწვევა, რომლის წინაშეც დგას დღეს სახელოვნებო ინდუსტრია. დადასტურებულია, რომ ტურიზმის შემდეგ ხელოვნების სექტორი ყველაზე მეტად დაზარალდა ამ კრიზისით. მეორე მხრივ, დღეს არტ ინდუსტრია ხდება ციფრული და ამ ნაწილშიც საჭიროა ქართველი არტისტების დახმარება. სწორედ ეს ორი ფაქტორი იყო ჩემი მთავარი მოტივაცია — ახლა აუცილებელია სექტორის გაციფრება და საერთაშორისო ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
რა პრობლემები შეუქმნა პანდემიამ ქართველ ხელოვანებს?
მთავარი გამოწვევა არის შემცირებული ფინანსები და პერსპექტივა, რომ ეს სექტორი კიდევ რამდენიმე თვე იქნება ასე. თუ აქამდე ონლაინ სივრცე ასტიმულირებდა რეალურ ვიზიტებს მუზეუმებსა თუ სხვა კულტურულ დაწესებულებაში და მას იყენებდნენ, როგორც მომხმარებლების მოზიდვის საშუალებას, ახლა ონლაინ სივრცე არის მთავარი და ერთადერთი საკომუნიკაციო სირცე.
სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ შევქმენით ჩვენი პლატფორმა და დავიწყეთ საერთაშორისო ფონდების და გრანტეის შესახებ ინფორმაციის მოძიება და ქართულ ენაზე გავრცელება, რომ დავეხმაროთ სექტორს, სცადოს საერთაშორისო დაფინანსების მიღება. ჩვენ ასევე შეგვიძლია მათი დახმარება პროექტების დაწერაში, რადგან აღმოჩნდა, რომ ენა არის ბარიერი. ამავე დროს, საკმაოდ დაბალია მოტივაცია, ძალიან ბევრი ხელოვანი ან ორგანიზაცია, ვისაც ვესაუბრეთ, ამბობს, რომ რა აზრი აქვს, მაინც არ გამოვა. არადა, შანსები რეალურად არსებობს, მთავარია საინტერესო იდეა და მისი მოთხოვნების შესაბამისად დაწერა და ფონდებისთვის წარდგენა.
პრობლემების გარდა, აუცილებლად მინდა აღვნიშნო შესაძლებლობაც, რომელიც პანდემიის შემდეგ გაჩნდა. თუ აქამდე საჭირო იყო ღონისძიებებზე წასვლა, დასწრება, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებთან იყო დაკავშირებული, დღეს უკვე შესაძლებელია ხელოვანი თავისივე სტუდიიდან ჩაერთოს საერთაშორისო ღონისძიებებში და წარადგინოს თავისი შემოქმედება. და ასეთი ონლაინ ღონისძიებების რაოდენობა დრამატულად გაიზარდა. ამდენად, საქართველოდანვე არის შესაძლებელი თუნდაც გამოფენებსა და ბიენალეებში მონაწილეობა უკვე არსებული რესურსების გამოყენებით.
ასევე, მეორე შესაძლებლობა არის ციფრული სერვისების გამოყენება გაყიდვებში. პანდემიის შედეგად, მთავარი არხი, სადაც მხატვრები თავიანთ ნამუშევრებს ყიდიან არის Instagram. შეიცვალა მყიდველის ქცევა და მათ დაიწყეს ნამუშევრების შეძენა ონლაინ, ფიზიკურად ნახვის გარეშე. დიდი აუქციონებიც კი თავის ნამუშევრების 40% უკვე ონლაინ ყიდიან. ესეც შესაძლებელობაა მხატვრებისთვის, თავი უფრო დიდ აუდიტორიას გააცნონ.
როგორ ფიქრობ, რა ტიპის დახმარება სჭირდება ხელოვნების სექტორს ახლა? სხვა ქვეყნების გამოცდილება რას გვეუბნება ამ თემაზე?
პრობლემის გადაჭრა არის სისტემურ მიდგომაში, რომელსაც ძირეული რეფორმა სჭირდება. ამისთვის სახელმწიფოს პრიორიტეტებიც სხვანაირი უნდა იყოს.
ამ ეტაპზე ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ეს არის ხელოვანების მხარდაჭერა ისე, როგორც შეგვიძლია. მემგონი, არაფერ ახალს არ ვამბობ, რომ ინფორმაცია არის ნებისმიერი პრობლემის მოგვარებისთვის აუცილებელი. ამიტომაც, ჩვენ ხელოვანებს ვაწვდით ისეთ ინფორმაციას, რომელიც მათთვის სასარგებლოა. მეორე მიმართულებით კი, ვცდილობთ არაფორმალური განათლების გამოყენებას და ბავშვების მხარდაჭერას.
დაგეგმილი გვაქვს, რომ გავაფართოვოთ ჩვენი საქმიანობა და სხვადასხვა დონორებთან ვმუშაობთ, რომ მოვიპოვოთ დაფინანსება, რომ ჩვენი სერვისები მეტ ადამიანს მიწვდეს. გვინდა ჩავატაროთ ვოქრშოფები სოციალური მედიის და პროექტების მართვის შესახებ, გვინდა დავეხმაროთ ორგანიზაციებს ონალინ სივრცეშიც აქტიურად იყვნენ წარმოდგენილები.
კარგად გვესმის, რომ სხვა ქვეყნების ფინანსურ რესურსებთან საქართველოს შედარება არ არის სწორი. თუმცა, მთავარი არის ის, რომ სახელმწიფოებმა ხელოვნების სექტორის დახმარება პრიორიტეტულ მიმართულებად გამოაცხადეს.
გერმანია არის ლიდერი. მათ არა მარტო დიდი ფინანსური დახმარება გაუწიეს სექტორს, არამედ გადასახადებიც შეუმცირეს. 130 მილიარდი დოლარით დაეხმარა გერმანია თავის ხელოვანებს, მათ შორის, დიდი ნაწილი დაეთმო ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომელიც არ არის სახელმწიფო და კერძო შემოსავლებით მუშაობდა. საფრანგეთმა ჯამურად 3 მილიარდი დოლარი გამოყო. აშშ-ში სახელმწიფოსთან ერთად, ფონდები არიან ძალიან აქტიურები, რომლებიც აქცენტს მცირე გრანტებზე და ფრილანსერ და თვითდასაქმებულ არტისტებზე აკეთებენ.
ხშირად საუბრობენ და განიხილავენ ფრანკლინ რუზველტის პროექტს, რომელმაც დიდი დეპრესიის დროს სპეციალური ფონდი შექმნა და დაასაქმა 3700-ზე მეტი არტისტი, მათ შორის ისეთი დიდი არტისტებიც იყვნენ, როგორებიცაა მარკ როტკო და ჯექსონ პოლაკი.
თავად არტ ორგანიზაციები არიან ძალიან აქტიურები და ეთანამშრომლებიან მთავრობებს. გავიხსენებ მეტროპოლიტენ მუზეუმის კამპანიას სოციალურ მედიაში #CongressSaveCulture. ინსტაგრამში არის სხვადასხვა კამპანიები, სადაც მხატვრები თავად ეხმარებიან მხატვრებს.
"ხელოვნება კომპასია, რომელიც შტორმის დროს გზის გაგნებაში გვეხმარება", — ამბობს აარონ ჰიუი, რომელიც შემოქმედებით ჯგუფ Amplifier-ს ხელმღვანელობს. ამ დანაწევრებულ სამყაროში, სადაც ადამიანები ჯანმრთელობის პრობლემებთან ერთად, მარტოსულობასაც ებრძვიან, ხელოვნება ერთგვარი იარაღია, რომელსაც ტკივილის შემსუბუქება, ხიდების აგება და თანაგრძნობის გამოწვევა შეუძლია. მრავალთვიანი გაურკვევლობა, რომელსაც მთელი მსოფლიო განიცდის, ამ სფეროზე თავის კვალს ნამდვილად დატოვებს, თუმცა ერთი რამ ცხადია: ყველა კრიზისში არსებობს შესაძლებლობა, შექმნა რაღაც უნიკალური.
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვა"გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა "გავათენოთ საქართველოსთვის" — 12 მაისის ღამეს აქცია დაიგეგმა
-
გადახედვაროგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა როგორ მოქმედებს ბრაზი გულზე — კვლევა
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაკასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს კასპში, მდინარემ გაიტაცა მანქანა, რომელშიც სამი ადამიანი იმყოფებოდა, ერთ-ერთი მათგანი გარდაცვლილი იპოვეს
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
-
გადახედვაჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა ჟურნალი არილი: გამოცემა, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, წყდება! თეა წულუკიანმა თავისი რეპრესიული პოლიტიკა არილისთვის დაფინანსების შეწყვეტით გააგრძელა
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
კომენტარები