კრიზისიდან უკეთესობისკენ — ევროკავშირი საქართველოში კვირეულს იწყებს
სლოგანით ერთად ადამიანის უფლებებისთვის — კრიზისიდან უკეთესობისკენ ევროკავშირი საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულს აღნიშნავს. კვირეული 7 დეკემბრიდან, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, პარტნიორ ორგანიზაციებსა და პროექტებთან ერთად დაიწყება.
ადამიანის უფლებების დაცვის დღე, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება, 1948 წელს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიღებას ეძღვნება. დეკლარაცია განსაზღვრავს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების იმ ფართო სპექტრს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აქვს. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია თითოეულ ადამიანს ანიჭებს უფლებებს განურჩევლად მისი ეროვნებისა, გენდერული კუთვნილებისა, ეროვნული თუ ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა, ენისა თუ რაიმე სხვა სტატუსის.
"10 დეკემბერი გვაძლევს შესაძლებლობას, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ადამიანის უფლებების მნიშვნელობა იმ სამყაროს შექმნისთვის, რომლისკენაც მივისწრაფვით, ისევე, როგორც გლობალური სოლიდარობისა და ჰუმანურობის პრინციპებისადმი ერთგულების აუცილებლობა", — აცხადებენ ერვორკავშირის წარმომადგენლობაში.
მათივე ინფორმაციით, ადამიანის უფლებების დაცვის კვირეულის ფარგლებში საზოგადოებას გააცნობენ ევროკავშირის მიერ ადამიანის უფლებების დაცვაზე მიმართული დახმარების შესახებ და ამ სფეროში ხუთი ახალი პროექტის დაწყების შესახებ.
წლევანდელი თემა ეხმიანება Covid-19-ის პანდემიას და ყურადღებას ამახვილებს კრიზისის შემდგომ, უკეთესობაზე მიმართულ აღდგენის პროცესზე, რომლის ქვაკუთხედსაც ადამიანის უფლებები წარმოადგენს. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ყოველივე ეს მიღწევადია ყველასთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის, Covid-19-ით გამოწვეული და გამწვავებული პრობლემების მოგვარებისა და, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გამოყენებით, ფესვგადგმული, სისტემური და თაობათაშორისი უთანასწორობის, გარიყულობისა და დისკრიმინაციის დაძლევის გზით.
"საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ევროკავშირი მტკიცედ განაგრძობს ქალების, ბავშვების, უმცირესობებისა და იძულებით გადაადგილებული პირების უფლებების დაცვაზე მიმართული ღონისძიებების განხორციელებას, ისევე, როგორც სიკვდილით დასჯის, წამების, ადამიანებით ვაჭრობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო ინკლუზიური საზოგადოებების ჩამოყალიბების მიზნით", — აცხადებენ ისინი.
ადამიანის უფლებების დაცვისა და გაძლიერების მიზნით, ბოლო წლების განმავლობაში, ევროკავშირმა საქართველოს 100 მილიონზე მეტი ლარის დახმარება გაუწია. კერძოდ, ევროკავშირი საქართველოს ეხმარება იმ სახელმწიფო უწყებების გაძლიერებით, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და აღნიშნული უფლებების უზრუნველყოფაზე, აგრეთვე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მხარდაჭერით, რომლებიც ქვეყნის ადამიანის უფლებების დაცვის სისტემის მნიშვნელოვან მონაწილეებს წარმოადგენენ.
ევროკავშირის დახმარებით საქართველოში, ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში 20-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა მიზანია ბავშვებისა და ქალების უფლებების დაცვა, ყოფილი პატიმრებისა დს მსჯავრდებულების რეინტეგრაციის ხელშეწყობა, გენდერული თანასწორობისა და პროფესიული თანასწორობის დამკვიდრება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და მოსახლეობის სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა. ევროკავშირის აფინანსებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით ეხმარებიან Covid-19-ითა და შესაბამისი შეზღუდვებით ყველაზე მეტად დაზარალებულ პირებს, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, იძულებით გადაადგილებულ პირებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, საარსებო მინიმუმზე დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანებსა და ბავშვებს.
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
კომენტარები