ლილოს დასახლებაში ხანძარია. როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, იწვის სასაწყობო ფართის ნაწილი, კერძოდ, ცეცხლი უკიდია საღებავებსა და პლასტმასის ნივთებს.

უწყების ინფორმაციით, დაშავებულები არ არიან და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე 14 სახანძრო ეკიპაჟი მუშაობს.