ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებიდან ეუთოს გარიცხვას ითხოვს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში ჩართული მხარეებიდან ეუთოს გარიცხვას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა.
4 დეკემბერს ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეხვედრებისას საქართველოს მეგობართა ჯგუფმა ერთობლივი განცხადება გააკეთა, სადაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს დაუჭირა მხარი და ასევე, აღნიშნა, რომ კარგი იქნება, თუ ეუთოს მისია საქართველოში აღდგება და ისევ განახორციელებს მონიტორინგს.
აფხაზური მხარე კი ამ წინადადების კატეგორიული წინააღმდეგია, ეუთოს სრულ უნდობლობას უცხადებს და განცხადებას ავრცელებს.
რა წერია ოკუპირებული აფხაზეთის განცხადებაში
"სამწუხაროდ, საქართველოს მეგობრების მიერ მიღებულ განცხადებაში, რომელიც აფხაზეთს ეხებოდა, არ იყო ასახული აფხაზური მხარის ოფიციალური მოსაზრება, რომელსაც ჩვენი წარმომადგენლები ჟენევის საერთაშორისო დისკუსიაზე გაეროს, ევროკავშირისა და ეუთოს თანათავმჯდომარეების თანდასწრებით მუდმივად გამოხატავენ.
მიუხედავად ამ განცხადების აშკარა შეუსაბამობისა და სრული მიკერძოებისა, ეუთო აგრძელებს ოფიციალური თბილისის ნებისმიერი ქმედების მხარდაჭერას. ეუთოში შემავალი ქვეყნები ცდილობენ, არ შეიმჩნიონ, რომ ასეთი ცალმხრივი პოზიცია ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის იდეას დისკრედიტაციას უწევს.
ჩვენ არაერთხელ გავახმაურეთ აფხაზური მხარის შეშფოთება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკასა და მის ნატოსთან ურთიერთქმედების გაძლიერებას ეხება.
არ შეიძლება, სოხუმის შეშფოთება არ გამოიწვიოს თბილისის ჯიუტმა თავშეკავებამ, რომ მხარეებს შორის ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტის ხელმოწერით, აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი წინ წავიდეს. თუმცა, საქართველოსა და მის დასავლელ პარტნიორებს ურჩევნიათ, არ შეამჩნიონ ჩვენი საფუძვლიანი შიში.
ამ ვითარებაში, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებს, კონფლიქტის ყველა მხარის შეხედულების გათვალისწინებით, უფრო დაბალანსებული შეფასება უნდა მოესმინათ. ეუთოს მიუკერძოებლობა რეგიონში ვითარების ადეკვატური აღქმისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. ამასთან, ჭარბობს ცალმხრივი, პოლიტიზებული პოზიცია, რაც მხოლოდ ხელს უწყობს დაპირისპირებულ სიტუაციას და არაფრით ეხმარება საქართველოსა და აფხაზეთს შორის დიალოგს.
ეუთოს წარმომადგენლები ჟენევის ამჟამინდელი ფორმატით მუშაობაში მონაწილეობენ როგორც ერთ-ერთი თანათავმჯდომარეები. აფხაზური მხარე არასდროს ენდობოდა ამ რეგიონულ სტრუქტურას და საქართველოსა და აფხაზეთს შორის დაწყებული წინა მოლაპარაკებების განმავლობაში, რომელიც 1993 წლიდან 2008 წლამდე გრძელდებოდა, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა მასში ეუთოს წარმომადგენლების ჩართვას, რის შემდეგაც ის გაეროს ეგიდით ჩატარდა.
აფხაზურ მხარეს კვლავ ეკრძალება და არ ეძლევა საშუალება, რომ ნებისმიერ საერთაშორისო პლატფორმაზე გამოვიდეს და მიმდინარე პროცესებზე თავისი ხედვა გააჟღეროს. ამრიგად, ჩვენ წინაშეა დისკრიმინაცია და უკიდურესად მიკერძოებული მიდგომები ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
ამ ეტაპზე, შეიძლება ითქვას, რომ ეუთომ საკუთარი თავის, როგორც შუამავლის, მიმართ ნდობა ამოწურა და საქართველოს მიერ გატარებული პოლიტიკის მომხრე გახდა. არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, აფხაზური მხარე უფლებას იტოვებს, მოითხოვოს, სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეთა სიიდან ეუთოს თანათავმჯდომარეების გარიცხვა.
იმ შემთხვევაში, თუ ეუთოს წარმომადგენლები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარების მიმართ თავიანთ უკიდურესად ტენდენციურ დამოკიდებულებას შეიცვლიან, შესაძლოა, აფხაზური მხარის პოზიცია ამ ორგანიზაციის მიმართ გადაიხედოს".
რა ითქვა ეუთოს მინისტრთა საბჭოს შეხვედრაზე
4 დეკემბრს ეუთოს მინისტრთა საბჭომ შეხვედრაზე საქართველოს მეგობარი ჯგუფის ერთობლივი განცხადება წარადგინა. განცხადება წარდგენილი იყო შემდეგი ქვეყნების სახელით: ბულგარეთი, კანადა, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, უკრაინა, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყნები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აღნიშნულია, რომ რუსი სამხედროების მიერ საქართველოში შეჭრიდან და მისი ტერიტორიის ოკუპაციიდან 12 წელია გასული და ხაზგასმულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობა, რომელიც ემყარება ჰელსინკის საბოლოო დასკვნასა და საერთაშორისო სამართალს გაეროს წესდების ჩათვლით.
გარდა ამისა, ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები 12 აგვისტოს შეთანხმების შესაბამისად. ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა დაუშვას ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდება და ადგილზე საერთაშორისო უსაფრთხოების ღონისძიებებს ხელი არ შეუშალოს.
"მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება. ვგმობთ ოკუპირებული აფხაზეთისა და რუსეთის ფედერაციას შორის საერთო სოციალურ-ეკონომიკური სივრცის შესახებ შექმნილ "პროგრამას", რომელიც საქართველოს ანექსიისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია", — აღნიშნულია განცხადებაში.
იქვე საუბარია იმაზე, რომ ეუთოში საქართველოს მეგობარი ქვეყნები განსაკუთრებულ შეშფოთებას გამოხატავენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებს ე.წ. სასაზღვრო ხაზების გასწვრივ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების მონტაჟი გრძელდება და ე.წ. საზღვრები ხანგრძლივად ჩაიკეტა.
"ამ ქმედებამ სიტუაციის დესტაბილიზაცია გამოიწვია. განსაკუთრებული გავლენა იქონია ახალგორისა და გალის რაიონის მცხოვრებლების უსაფრთხოებაზე, კეთილდღეობაზე და ჰუმანიტარულ პირობებზე. ის ფაქტი, რომ ე.წ. საზღვრების ჩაკეტვის გამო, პანდემიის პირობებში ავადმყოფები ვერ გადმოჰყავდათ, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის კიდევ ერთი, ტრაგიკული ილუსტრაციაა", — აღნიშნულია განცხადებაში.
ქვეყნებმა ისაუბრეს იმ უკანონო დაკავებებზეც, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ხდება და საოკუპაციო რეჟიმს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა ის პირი, რომელიც უკანონო პატიმრობაში იმყოფება.
შეხვედრაზე მხარდაჭერა გამოუცხადეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებს, როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად გამოწვეული უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებისთვის არსებულ კრიტიკულ ფორმატს და მოუწოდეს, რომ ამ ფორმატში შეხვედრები განახლდეს.
საქართველოს სრული მხარდაჭერის შინაარსის მქონე განცხადების ბოლოს კი წერია:
"ვწუხვართ, რომ ეუთოს მისია საქართველოში 2009 წელს დაიხურა და ვახალისებთ ეუთოს წევრ ქვეყნებს, იგივე მისია ისევ განახლდეს, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს გაუწევს და რომელსაც ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ შეუფერხებელი მოქმედება შეეძლება".
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაპოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ პოლიცია ცდილობს, გმირთა მოედანზე მოძრაობა გახსნას — სამართალდამცველები აქციის მონაწილეების მიმართ ძალას იყენებენ
-
გადახედვაშსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს შსს-ს ვებგვერდი არ მუშაობს — ჰაკერული დაჯგუფება Anonymous წერს, რომ საიტი მათ გათიშეს
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
კომენტარები