შსს-ს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში მოქმედი რეგულაციების დარღვევის გამო 750 ჯარიმა დაიწერა. აქედან 599 ფიზიკური პირი პირბადის ტარების წესების დარღვევის გამო, ხოლო 106 პირი — 21:00 საათიდან 05:00 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის.

შსს-ს ცნობით, პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციული სამართლის კოდექსის პასუხისმგებლობას და ასკ-ის 42(11) -ე მუხლის შესაბამისად ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას და ასკ–ის 42(10)-ე მუხლის შესაბამისად ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 10 000 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.