Wolt — კომპანია დიდი პასუხისმგებლობით
Covid-19-ის პანდემიამ სამყარო დრამატულად შეცვალა. ცვლილებები ბიზნესსაც შეეხო, მათ შორის საკვების მიტანის სერვისს, რომელიც მთელ მსოფლიოში პირველადი საჭიროების მომსახურებად იქცა. Wolt-ის გუნდს კი, ამ გამოწვევამ, უპირველსად, უდიდესი პასუხიმგებლობა დააკისრა.
"ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია — ერთი მხრივ, ვჭირდებით მომხმარებლებს, მეორე მხრივ, მერჩანტებს, რომელთაც შეეზღუდათ მუშაობის უფლება, მესამე მხრივ კი, პარტნიორ კურიერებს, რომელთაც აქვთ უწყვეტი შემოსავალი, მაშინ როდესაც მრავალი ინდუსტრია გაჩერებულია", — ამბობს თავის წერილში Wolt-ის დამფუძნებელი და CEO მიკი კუუსი.
Wolt-ის საქართველოს ოფისი პანდემიის დაწყების პირველივე დღეებიდან საგანგებო რეჟიმში მუშაობს. Wolt-ისთვის უმთავრესი პრიორიტეტი საქართველოში მიტანის სერვისზე ხელმისაწვდომობის ზრდა და მომხმარებლისთვის რაც შეიძლება ფართო არჩევანის შეთავაზება გახდა.
Wolt-ის კორპორაციული პასუხისმგებლობა კომპანიის მიერ განხორციელებულ არაერთ აქტივობასა თუ გადაწყვეტილებაში აისახა, მათ შორის:
- საქართველოში პანდემიის მეორე ტალღის დაწყებისა და შეზღუდვების დაწესებისთანავე, Wolt-მა მიტანის სერვისის საფასური შეამცირა, რომლის ქვედა ზღვარი 2,5 ლარიდან 1,5 ლარამდე დასწია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება არ ასახულა პარტნიორი კურიერების ანაზღაურებაზე. ასევე, პარტნიორ რესტორნებს შეუნარჩუნდათ პანდემიამდელი პირობები. მიტანის სერვისის საფასურის შემცირებას კომპანია სრულად თავად ასუბსიდირებს;
- 2020 წლის დეკემბერში Wolt-მა Mastercard-თან ერთად მომხმარებელს უპრეცედენტო აქცია მეორედ შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც Mastercard-ის ბარათით გადახდისას მომხმარებელი უფასო მიტანის სერვისით მთელი თვის მანძილზე, 2020 წლის ბოლომდე ისარგებლებს;
- Wolt-მა ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე საგანგებო რეჟიმში დაიწყო სუპერმარკეტებისა და სხვა სავაჭრო ობიექტების დამატება, რათა Wolt-ის მომხმარებელს რაც შეიძლება მეტ ობიექტსა და უსაფრთხოდ, სახლიდან გაუსვლელად რაც შეიძლება მეტი პროდუქტის შეძენაზე ჰქონოდა წვდომა. დღეს Wolt-ზე უკვე 200-მდე სუპერმარკეტი და სხვა მაღაზიაა წარმოდგენილი, მათ შორისაა ისეთი ქსელები, როგორიცაა კარფური, გუდვილი, სუფთა სახლი, მინისო, ზოომარტი, სუპერი, XS Toys, პეპელა და მრავალი სხვა;
- გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ მნიშვნელოვნად გაიზარდა Wolt-ის პარტნიორ კურიერთა რიცხვი;
- პარტნიორი რესტორნებისთვის გატანის (takeaway) სერვისზე Wolt-მა საკომისიო 0% გახადა, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს აღარ მოუწევთ Wolt-ის მომსახურების საფასურის გადახდა, როცა მომხმარებელი გატანის სერვისით ისარგებლებს;
- და ბოლოს, Wolt საახალწლოდ რამდენიმე მასშტაბურ კამპანიას გეგმავს და მომხმარებელს საინტერესო აქციებსა და სიურპრიზებს შესთავაზებს.
Wolt საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებს და ამ რთულ პერიოდში კვლავ ეცდება იქონიოს დადებითი გავლენა და შექმნას მნიშვნელოვანი ფასეულობა როგორც მომხმარებლისთვის, ასევე პარტნიორი რესტორნებისთვის, სავაჭრო ობიექტებისთვის და პარტნიორი კურიერებისათვის.
Wolt ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკიში, 2014 წელს დაფუძნებული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც საკვების აღმოჩენისა და მიტანის სერვისს ამარტივებს. დღეს, Wolt მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 100-ზე მეტ ქალაქში ხუთ მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. Wolt 20 000-ზე მეტ რესტორანსა და 45 000-ზე მეტ პარტნიორ კურიერთან თანამშრომლობს.
Wolt საქართველოში 2018 წლის მაისიდან ოპერირებს. დღეს, Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა თბილისის, ბათუმის და ქუთაისის 650-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი და მისი სერვისით, ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა რუსული კანონის საკომიტეტო განხილვა კამათის ფონზე მიმდინარეობს — ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძე და ლევან ბეჟაშვილი დარბაზიდან გააძევა
-
გადახედვასამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ! სამხარაძე აქციის მონაწილეებს: დაგცინით, გათრევთ და გთანგავთ!
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე მოქმედებს, ონლაინმედიის წარმომადგენლებს შენობაში კვლავ არ გვიშვებენ
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
კომენტარები