დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, კორონავირუსთან საბრძოლველად უკვე დაახლოებით 1 700 სტუდენტი გადაამზადეს. ამირან გამყრელიძე ასევე ამბობს, რომ ისინი სამუშაოს, ძირითადად, მოხალისეობრივად ასრულებენ სამუშოს.

"დაახლოებით 1700 სტუდენტი გადამზადდა. 800 აქტიურად იყო ჩართული და ჩართვა კიდევ მეტია. ზოგიერთს აქვს კონტრაქტები გაფორმებული შესაბამის კლინიკებთან, ხოლო ძირითადი მაინც მოხალისეობაა", — ამბობს გამყრელიძე.

8 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 4 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 36 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა — 3 893.

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 169 649-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 141 392-მდე. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 576 გარდაცვალების შემთხვევა.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: