შეიძლება ბევრს ვკამათობდეთ, აიფონი სჯობს თუ სამსუნგი, პიცა პეპერონით თუ ლურჯი ყველით, საზამთრო თუ ნესვი, ჯერ მწვადი უნდა ჭამო თუ ხინკალი, მაგრამ ერთ რამეზე ყველა ვთანხმდებით: 2020 წელი ძალიან, ძალიან რთული იყო. შეიძლება, მარტო იყავი სახლში და მცენარეებს ელაპარაკებოდი, ან ყველა ბავშვის ზუმ-გაკვეთილს ერთად ესწრებოდი, ისწავლე ქსოვა, კერვა და მედიტაცია ან ნეტფლიქსის შოუების ექსპერტი გახდი. შენი თვითიზოლირებული, დისტანციური, პირბადიანი და ანტიბაქტერიული სითხისსუნიანი წელი 2020-ს არ უნდა შერჩეს.

დროა, ყველაფერი ანაზღაურდეს!

1. ყველა პომადა, რომელსაც წელს ვადა გაუვიდა

ფოტო: GIPHY

მას შემდეგ, რაც პირბადის ტარება ყველგან სავალდებულო გახდა, ეს ულამაზესი ფერები მხოლოდ აბაზანის სარკეზე წარწერების გასაკეთბლადღა იხარჯება.

2. ინსტაგრამ ინფლუენსერების მიბაძვით ნაცხობი საშინელი პურები

ფოტო: GIPHY

რა ფილტრს ადებენ ამისთანას, რომ იმათი - ლამაზია და შენი - არა?!

3. იოგას 30-დღიანი კურსი, რომელსაც ვერცერთი ლოქდაუნი ვერ მოერია

ფოტო: GIPH

არადა, 4-ჯერ მაინც დაიწყე!

4. ახალი საბურავები ავტომობილისთვის

ფოტო: GIP

იმიტომ, რომ გაზაფხულიდან მოყოლებული, დისტანციურად მუშაობ.

5. სავარჯიშო დარბაზის აბონემენტი

ფოტო: GI

შეიძლება ეს აბონემენტი შარშანაც ტყუილად იყიდე, მაგრამ წელს რომ ვერ ივარჯიშე, ეგ ნაღდად აღარაა შენი ბრალი!

6. სამოგზაურო დაზღვევა

ფოტო: GIPHY

აი ის, წლის დასაწყისში რომ აიღე, ბარემ მთელი 2020 დავეზღვიოო.

7. ქუსლიანი ფეხსაცმელი

ფოტო: GIPHY

გარბენი: სამზარეულოდან აბაზანამდე.

8. ტუალეტის ქაღალდის 400 შეკვრა

ფოტო: Giphy

რამ გაგვაგიჟა გაზაფხულზე?

9. ფხიზლად გატარებული ყველა პარასკევი

ფოტო: GIPHY

რა აზრი აქვს მთელი კვირა მუშაობას, თუ პარასკევს მაინც ყველა ბარი დაკეტილია, ყველა მეგობარი — თვითიზოლაციაში და ფხიზლად უნდა დაიძინო?

10. წვერის საპარსი

ფოტო: GIPHY

თუმცა მოიცა, წარმატებული ვაქცინის შემთხვევაში შეიძლება 2021-ში მაინც გამოგადგეს.

თან, საბედნიეროდ, უკვე დეკემბერია და გვირაბის ბოლოს სინათლეც გამოჩნდა! ალტას საახალწლო კამპანიამ "აინაზღაურე 2020 ალტაში" რეალობა სულ სხვა თვალით დაგვანახა.

თურმე ყველაფრის ანაზღაურებაა შესაძლებელი: ვერგადახდილი დაბადების დღისაც, კომენდანტის საათის გამო მიღებული ჯარიმებისაც, გაუქმებული მოგზაურობებისაც და გადადებული ქორწილებისაც. ამისთვის ალტა საახალწლო კალენდარს გვთავაზობს, სადაც თითოეულ თარიღს თავისი ისტორია აქვს და 2020-ს გინაზღაურებთ. აქ ყოველდღე გელოდება ფასდაკლება სხვადასხვა ტექნიკაზე. განსაკუთრებული სიურპრიზისთვის კი შესაბამისი თარიღის ამსახველი ილუსტრირებული სტიკერი უნდა აღმოაჩინო.

კამპანია 1 დეკემბერს დაიწყო და მთელი საახალწლო პერიოდი გაგრძელდება. აინაზღაურე 2020 ალტაში — თვალი ადევნე ალტას ვებგვერდს, რომ არ გამოგრჩეს შენი საჩუქარი და ფასდაკლება.