გირჩის წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში ნაციონალური მოძრაობა შევა, მაშინ ისინიც შევლენ. მისივე თქმით, თუ ნაციონალური მოძრაობა საკანონმდებლო ორგანოში მათთან ერთად შესვლაზე დაარწმუნა, ის შევა.

"მე ვთქვი, რომ ნაციონალური მოძრაობის გარეშე ფეხის შემდგმელი არ ვარ-მეთქი. რაღაცები მომწონს [ენმ-ში] და მინდა, რომ დამეხმაროს ნაციონალური მოძრაობა იმ შედეგის მიღწევაში, ვინც ყველა იცის, რომ მინდოდა. სამართლოს რეფორმას არ ეხება და მინდა, რომ საჯაროობის უფლება მივიღო და ყველას დიდი სიამოვნებით დაგელაპარაკებით", — ამბობს მეგრელიშვილი ჟურნალისტებთან.

მისი აზრით, გირჩის ამომრჩეველი არის ყველაზე საღი ამომრჩეველი, ამიტომ მათი ინფორმირების შემდეგ ფიქრობს, რომ უკეთ ეცოდინებათ, რამდენად სწორი მიმართულებით მიდიან.

"თუ ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის, რაც გირჩს უნდა, ამაში იქ არის პარლამენტი, პარლამენტი ნიშნავს, რომ იქ არის ნაციონალური მოძრაობა, მაშინ ჩვენ შევდივართ დიდი სიამოვნებით პარლამენტში. თუ ნაციონალური მოძრაობა იქ არ არის, თუ ოპოზიცია იქ, არ არის, ის ხომ პარლამენტი არ იქნება და მაშინ გირჩს იქ რა უნდა", — ამბობს ის.

ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და არჩევნების მეორე ტურსაც ბოიკოტი გამოუცხადეს, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მეორე ტურში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.

პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.

მესამე რაუნდი 7 დეკემბერს შედგა. ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წინადადებები მხარეებმა პუნქტებად განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, იყო პუნქტები, რომლებზეც თანხვედრა მოხდა, თუმცა დარჩა რამდენიმე პრინციპული პუნქტი, რაზეც ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ამის ფონზე, ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი განწყობა პოზიტიურია და სჯერათ — მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება. ამ ეტაპზე მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის მოლოდინია.