აპირებენ, პირველ სხდომას არ დაესწრონ და მერე შეუერთდნენ პარლამენტს — ოქრუაშვილი
გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, მმართველ პარტიასა და ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილს შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. TV პირველთან საუბარში ოქრუაშვილმა თქვა, რომ საუბარია დაახლოებით 6-7 ადამიანზე.
"აღმოჩნდა, რომ თურმე პარალელური მოლაპარაკებებიც მიდის გარკვეულ დეპუტატობის კანდიდატებსა და ხელისუფლებას შორის. ეს ვერ დაიმალება დიდხანს. რამდენიმე დღეში მომსწრე უნდა გავხდეთ გადაწყვეტილების მიღების, ამ ადამიანების მხრიდან, რომ რას აპირებენ — შედიან თუ არა პარლამენტში!? დაახლოებით 6-7 ადამიანია, არ მინდა ახლა სახელებზე და გვარებზე ვისაუბრო. ჯობია ერმა მათი ბაგეებიდან შეიტყოს მათი საგმირო საქმეების შესახებ", — განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციის საერთო ბრძოლაში მისი წვლილიც საკმაოდ დიდია და კონკრეტული ადამიანების გადაწყვეტილების ცვლილების გამო, არ აპირებს ის დაკარგოს ერთიანი ოპოზიციური ბრძოლის შედეგები.
"ყველაზე ცუდი კიდევ ის არის, რომ თურმე აპირებენ, რომ პირველ სხდომას არ დაესწრონ და მერე, შემთხვევით, ჩუმად შეუერთდნენ პარლამენტს. არ გამოვა ასე. თუ ვინმე აპირებს, რომ საკუთარი პოლიტიკური მომავალი დაისამაროს, ღმერთმა ხელი მოუმართოს, მაგრამ, ეს იყო ერთობლივი ბრძოლა, რომელშიც პირადად მე გავიღე საკმაოდ მნიშვნელოვანი წვლილი, ციხეში ვიჯექი, ისე, როგორც ძალიან ბევრმა ადამიანმა და მე არ ვაპირებ, რომ ეს ყველაფერი დაიკარგოს ვიღაცის თბილის სავარძლის სანაცვლოდ", — აცხადებს ოქრუაშვილი.
გამარჯვებული საქართველოს ლიდერმა, დღეს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, ბოიკოტის მიუხედავად, მაინც შევა პარლამენტში.
მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 11 დეკემბერს გაიმართება.
31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.
გაიგეთ მეტი:
- სამუშაო გვექნება პარლამენტში შემსვლელი 5-6 "ოპოზიციონერის" კეთილების დისერტაციაზე — ოქრუაშვილი
- ალბათ, ვიღაცას აქვს ცდუნება შევიდეს პარლამენტში, მაგრამ, ეშინია მორალური პოლიციის — მელია
- თუ ენმ შევა, შევდივართ პარლამენტში — მეგრელიშვილი
- ნიკა მელია: ვინმე თუ შევა პარლამენტში, ეს არ იქნება ოპოზიციონერი, ეს იქნება პუფი
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
-
გადახედვა13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია 13 წლის გოგოს გაუპატიურების ბრალდებით, მამა დააკავეს — მედია
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
-
გადახედვაქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან! ქართველი დიპლომატები საზოგადოებას: მოგიწოდებთ - დადგეთ იქ, სადაც დღეს თქვენი შვილები დგანან!
კომენტარები