მე ვარ ბოიკოტის იდეის უპირველესი ავტორი, რომელ შესვლაზეა ლაპარაკი? — ჩარკვიანი
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის, თაკო ჩარკვიანის თქმით, თავადაა ბოიკოტის იდეის ავტორი, ამიტომ პარტია პარლამენტში არ შედის. ასე გამოეხმაურა იგი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სტრატეგია აღმაშენებელი პარლამენტში შესვლას დათანხმდა.
"მე ვარ ამ იდეის უპირველესი ავტორი, დილის ოთხ საათზე. რომელ შესვლაზეა ლაპარაკი? მორალურად, რომ სრულიად აცდენილია, ეს ცალკე თემაა, მაგრამ პოლიტიკურადაც დასამარებაა [...] სამართლებრივად დანაშაულია ჩადენილი, გაყალბდა არჩევნები. ოპოზიცია უკვე კარგა ხანია ამაზე შეთანხმდა და ახლა შენ თუ გამყალბებელს შეჰყვები დანაშაულის ქმედებაში, შენ თავად აღმოჩნდები დანაშაულის თანამონაწილე", — განაცხადა მან TV პირველის ეთერში.
დღეს ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი მიმდინარეობს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე პარტიის პარლამენტში შესვლის შესახებ, მათ შორის, სტრატეგია აღმაშენებელიც იყო. თუმცა პარტიები ამას არ ადასტურებენ. შეხვედრა აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში რამდენიმე საათია უკვე მიმდინარეობს.
ოპოზიცია 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. მათ საპარლამენტო მანდატებზე უარი უკვე თქვეს და ბოიკოტი გამოუცხადეს არჩევნების მეორე ტურსაც, რომელიც 21 ნოემბერს ჩატარდა. მასში არცერთი ოპოზიციური პარტია მონაწილეობდა. 17 მაჟორიტარულ ოლქის გარდა, მეორე ტური გაიმართა ქუთაისის მერობის არჩევნებზეც. როგორც მოსალოდნელი, ოპოზიციის გარეშე ჩატარებულ არჩევნებში, სახელისუფლებო პარტიამ გაიმარჯვა.
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ იცვლება და რიგგარეშე არჩევნებს მოითხოვენ. თავისი პოზიციების დათმობაზე უარს ამბობს ხელისუფლებაც. როგორც ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას არც განიხილავენ.
მესამე რაუნდი 7 დეკემბერს შედგა. ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წინადადებები მხარეებმა პუნქტებად განიხილეს. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, იყო პუნქტები, რომლებზეც თანხვედრა მოხდა, თუმცა დარჩა რამდენიმე პრინციპული პუნქტი, რაზეც ჯერ ვერ შეთანხმდნენ. ამის ფონზე, ქართული ოცნების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი განწყობა პოზიტიურია და სჯერათ — მომავალ წელს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება.
ამავე თემაზე:
- არის პუნქტები, რომლებზეც თანხვედრა ვნახეთ, მაგრამ არის, რაზეც შეთანხმება ვერ ხერხდება — ჯაფარიძე
- მოვითხოვე, რომ მეოთხე რაუნდზე ბიძინა ივანიშვილი პირადად გამოცხადდეს და გაგვცეს პასუხი — ნათელაშვილი
- განსხვავებები რჩება, მაგრამ დღეს იყო ძალიან სასარგებლო შეხვედრა — ჯაფარიძე
- ყველა პარტია მიიღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას — ვაშაძე პარლამენტში შესვლაზე
- რიგგარეშე არჩევნები ჩვენთვის წითელი ხაზია — კობახიძე ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ
- დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტში ყველა დეპუტატი იქნება — კობახიძე
- კვირტები გამოისახა, მაგრამ ხელშესახები არაფერია — ნათელაშვილი საელჩოში შეხვედრის შემდეგ
- თალაკვაძე იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიციასთან მომდევნო შეხვედრა შეთანხმებით დასრულდება
- შეიძლება ზოგიერთებს აქვთ პესიმისტური განწყობა, მაგრამ ჩემი განწყობა არის ოპტიმისტური — კობახიძე
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
კომენტარები