როდის წავიდნენ ადამიანები პირველად ომში
როცა დაახლოებით 40 ათასი წლის წინ ანატომიურად თანამედროვე ადამიანებმა ევროპის კონტინენტს მიაღწიეს, მათ ერთხელ და სამუდამოდ შეცვალეს ისტორიის კურსი.
კონტინენტზე უკვე სახლობდნენ ჩვენი ევოლუციური ბიძაშვილები,
ნეანდერტალელები, რომელთაც, უახლესი მტკიცებულებების თანახმად, თავიანთი, გარკვეულ დონეზე განვითარებული კულტურა და ტექნოლოგია ჰქონდათ. თუმცა, რამდენიმე ათასი წლის შემდეგ ნეანდერტალელები გადაშენდნენ, რამაც ჩვენი სახეობის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გამრავლებას შეუწყო ხელი.
ზუსტად როგორ გადაშენდნენ ნეანდერტალელები, მკვლევრებს შორის ცხარე დისკუსიის საგანია. ბოლო წლებში ორი მთავარი განმარტება გამოიკვეთა: კონკურენცია ჰომო საპიენსებთან და გლობალური კლიმატური ცვლილებები.
ნეანდერტალელთა გენეტიკური მასალის იმ თანამედროვე ადამიანებში არსებობა, რომლებიც აფრიკის გარეთ ცხოვრობენ, აჩვენებს, რომ ამ ორ სახეობას ერთმანეთთან კავშირი და სექსიც ჰქონდა. თუმცა, შესაძლებელია, მათ შორის სხვა ტიპის ურთიერთობებიც არსებობდა.
ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ სახეობათა შორის ნანადირევისა და ქვის იარაღების დასამზადებლად საჭირო ნედლეულისთვის კონკურენცია წამოიჭრა. სხვები კი გვთავაზობენ ვერსიას, რომლის თანახმადაც, ორი სახეობა ძალადობრივად ურთიერთქმედებდა და ომიც კი ჰქონდა გაჩაღებული, რამაც გამოიწვია კიდეც ნეანდერტალელთა გადაშენება.
ეს იდეა დამაჯერებელი განსაკუთრებით მას შემდეგ ჩანს, რაც ჩვენი სახეობის ომების ისტორიას გადავხედავთ. თუმცა, რაც უნდა მიმზიდველი იყოს ეს მოსაზრება, პრეისტორიულ ეპოქაში ომის არსებობის დამტკიცება ერთობ პრობლემატურია.
ომი თუ მკვლელობა?
ახალი კვლევები ცდილობენ, სულ უფრო ადრეულ პერიოდებში იპოვონ ადამიანთა შორის ომის არსებობის მტკიცებულებები, თუმცა ეს ბევრ გამოწვევასთანაა დაკავშირებული.
ცალკეულ ადრეულ პერიოდში ძალადობის არსებობაზე მხოლოდ შემონახულ ძვლებზე იარაღით მიყენებული დაზიანებები მიუთითებს, მაგრამ როგორ განვასხვაოთ მკვლელობის შემთხვევები და ოჯახთა შორის დაპირისპირებები პრეისტორიული ომისაგან?
ამ შეკითხვაზე გარკვეული პასუხი გასცა არქეოლოგიური გათხრების შედეგად ევროპის სხვადასხვა წერტილში ნაპოვნმა მასობრივი მკვლელობების ნამარხებმა, რომლებიც დაახლოებით 12 ათასიდან 6 ათასამდე წლის წინ, სოფლის მეურნეობის გაჩენის პერიოდით თარიღდება. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მთლიანი თემები ამოხოცეს და მოკლულები ერთად დამარხეს.
ამ აღმოჩენებმა ცოტა ხნით თითქოს მოაგვარა საკითხი იმ ვარაუდის წინ წამოწევით, რომ მეურნეობის გაჩენამ მოსახლეობის ზრდა გამოიწვია, რამაც, თავის მხრივ, ჯგუფებს შორის ომს დაუდო დასაბამი. თუმცა, უფრო ადრეული პერიოდის, მონადირე-შემგროვებელთა ისეთი ძვლების აღმოჩენამ, რომლებიც ასევე მიუთითებდნენ ჯგუფურ მკვლელობაზე, დისკუსია განაახლა.
ომის ცნების განსაზღვრა
შემდგომი გამოწვევა ომის ფენომენის პრეისტორიულ საზოგადოებაზე ისე მორგებაა, რომ ცნება ზედმეტად ფართო და ბუნდოვანი არ გახდეს. როგორც სოციალური ანთროპოლოგი რეიმონდ კელი ამტკიცებს, ტომთაშორისი ჯგუფური ძალადობის არსებობა ომად ყოველთვის არ შეიძლება განიხილებოდეს.
გარკვეულ პერიოდებში სოციალურ გადახრად მიჩნეულ ქცევაში, მაგალითად, ჯადოქრობაში დადანაშაულებულ ადამიანს შეიძლებოდა თავს ათეულობით ადამიანი დასხმოდა და ამას სამართლის აღსრულება დარქმეოდა. ამასთან, იმავე საზოგადოებაში ინდივიდი შეიძლებოდა კოორდინირებული ჩასაფრებისა და თავდასხმის მსხვერპლი გამხდარიყო და ეს სამხედრო ქმედებად მონათლულიყო.
ორივე სცენარი გარე დამკვირვებლისთვის იდენტურად აღიქმება. ამ დროს კი ერთი ომის აქტად განიხილებოდა, მეორე — არა. ამ თვალსაზრისით, ომი განისაზღვრება თავისი სოციალური კონტექსტით და არა — უბრალოდ, ჩართული ხალხის რაოდენობით.
საკვანძო საკითხია ლოგიკის იმ განსაკუთრებული ტიპის გათვალისწინება, როდესაც მოწინააღმდეგე ჯგუფის წევრი სიმბოლურად თავის მთლიან საზოგადოებას წარმოადგენს და მხოლოდ ის იქცევა სამიზნედ. მაგალითად, ერთმა ჯგუფმა შეიძლება მოკლას მეორე ჯგუფის წევრი იმ დარბევისთვის სამაგიეროს გადასახდელად, რომელსაც ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ გაგებით, ომის ხასიათი არა მხოლოდ ფიზიკური ქცევებით განისაზღვრება, არამედ სიმბოლური დატვირთვითაც, რომელიც აბსტრაქტულ, განყენებულ აზროვნებას აერთიანებს. ამგვარი ძალადობრივი აქტები შეიძლება ისევე იყოს ჩადენილი კაცების მიმართ, როგორც — ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ, რის მტკიცებულებასაც ადრეული გონიერი ადამიანების ძვლები ინახავენ.
ნამარხები
რას ნიშნავს ყოველივე ეს შეკითხვისთვის: იომეს თუ არა ანატომიურად თანამედროვე ადამიანებმა და ნეანდერტალელებმა?
სადავო არაა, რომ ნეანდერტალელებმა თავიანთ თავზე იწვნიეს ძალადობა. ეს დასტურდება მათი იმ ძვლების ნამარხებით, რომლებსაც იდენტური გლუვი დაზიანებები აქვთ — უმეტესობას თავის არეში. მაგრამ ბევრი ნამარხის ასაკი წინ უსწრებს ევროპაში ანატომიურად თანამედროვე ადამიანების გამოჩენას. ასე რომ, ეს ძალადობა ორი სახეობის დაპირისპირების შედეგი ვერ იქნებოდა.
ამის მსგავსად, ადრეული ხანის ანატომიურად თანამედროვე ადამიანების იშვიათ ნამარხთა ნიმუშებიც არსებობს, რომლებიც იარაღითაა დაზიანებული და თარიღდება იმ დროით, როცა ნეანდერტალელები უკვე ათასი წლის გაუჩინარებულნი იყვნენ.
იქ, სადაც ნეანდერტალელთა შორის ძალადობის ამსახველი მტკიცებულებები არსებობს, მსხვერპლთა უმეტესობა მამრობითი სქესისაა. ეს გარემოება კაცთაშორის კონკურენციაზე უფრო მიუთითებს, ვიდრე — ომზე.
ძალადობრივი აქტების არსებობა ნეანდერტალელთა შორის ეჭვგარეშეა, თუმცა სადავოა, რამდენად შეეძლოთ მათ ომის ცნების თანამედროვე გაგებით გააზრება. უდავოდ შესაძლებელია, ორი სახეობის ერთმანეთთან შეხვედრას ძალადობა მოჰყოლოდა (თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ გვაქვს), მაგრამ, რეალურად, ამგავრ ქცევას ომად ავტომატურად ვერ დავახასიათებთ.
ჩვენ შეგვიძლია, ჰომო საპიენსთა ძვლებზე აღბეჭდილი ძალადობასთან დაკავშირებული ტრავმებით გამოვავლინოთ ძალმომრეობით ქცევათა გარკვეული ტენდენციები, რომელიც იწყება ზედა პალეოლითის პერიოდში (50 ათასიდან 12 ათასამდე წლის წინ) და უცვლელი რჩება მეზოლითურ და ნეოლითურ ხანებში. თუმცა, ბუნდოვანია ის ფაქტი, თუ რამდენად მისდევდნენ მსგავს ტენდენციებს ნეანდერტალელები.
უფრო დიდი შეკითხვაა, არიან თუ არა თანამედროვე ადამიანები ნეანდერატლელთა გადაშენებაზე პასუხისმგებელნი. აღსანიშნავია, რომ ნეანდერტალელები ევროპის ბევრ ნაწილში ჩვენი სახეობის მისვლამდე გადაშენდნენ. ეს ამტკიცებს იმას, რომ საპიენსი არ შეიძლება, მათ გაქრობაში სრულად დამნაშავე იყოს — იქნებოდა ეს ომის თუ კონფლიქტების გზით.
ამასთან ერთად, ამ პერიოდის განმავლობაში კლიმატის მუდმივმა დრამატულმა ცვლილებებმა შეამცირა ნეანდერტალელთა ცხოვრებისთვის საჭირო ტყეები. საპიენსები, რომლებსაც აფრიკა ახლადდატოვებული ჰქონდათ, უფრო მოქნილები აღმოჩნდნენ განსხვავებულ გარემოში — ისინი უკეთესად შეეგუენ ცივ საცხოვრისს, რასთან მორგებაც, სავარაუდოდ, ნეანდერტალელებისთვის განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა.
ამგვარად, მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზებული ომის პიონერები, შესაძლოა, პირველი ევროპელი ჰომო საპიენსები იყვნენ, ჩვენ არ შეგვიძლია ვთქვათ, რამდენადაა სწორედ ეს ქცევა პასუხისმგებელი ნეანდერტალელების გაუჩინარებაზე. შესაძლოა, ისინი, უბრალოდ, ჩვენი პლანეტის ბუნებრივი ევოლუციის მსხვერპლნი გახდნენ.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები