ოქრუაშვილის თქმით, ვინც აქამდე თანამდებობაზე არ ყოფილა, მეტი ცდუნება აქვს შევიდეს პარლამენტში
გამარჯვებული საქართველოს ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ იმ ოპოზიციონერ ლიდერებს, რომლებსაც აქამდე მაღალ თანამდებობებზე არ უმუშავიათ, მეტი ცდუნება აქვთ, შევიდნენ პარლამენტში. TV პირველის ეთერში ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი ლიდერების ნაწილი მთელი ცხოვრება ოცნებობდა პარლამენტარობაზე და როცა "უცბად თავზე დაეცათ ეს სტატუსი" ბუნებრივია, რომ უარს ვერ ამბობენ.
"ჩემ ბავშვობაში სანზონაში თუ თემქაზე იყო ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც მთელი ცხოვრება კანონიერი ქურდობა უნდოდა და ბოლოს მიაღწია ამ კანონიერი ქურდობას. იმდენად დაუჯერებელი იყო მისთვის, რომ იქ შეკრებილებს, ვინც ეს მონათვლის რიტუალი ჩაატარა, იმ ადამიანებს უთხრა, რომ არ მჯერა ქურდი რომ გავხდიო და იქვე, მაშინვე მოუთავეს საკითხი და ეგრევე გააჩერეს, ჩამოართვეს სტატუსი. ეს ადამიანებიც ამას გვანან დაახლოებით.
ოპოზიცია ძალიან მრავალფეროვანია: ბევრი ვართ ყოფილი თანამდებობის პირები. მინისტრებადაც გვიმუშავია, დეპუტატებიც ვყოფილვართ, ზოგი გუბერნატორი იყო და არის კიდევ მეორე კატეგორია, რომლებიც მთელი ცხოვრება ოცნებობდნენ და ვერ წარმოიდგენდნენ რომ პარლამენტის წევრები გახდებოდნენ და ახლა მათთვის ცდუნება მაღალია, რა თქმა უნდა. უცბად თავზე დაეცათ ეს სტატუსი. ამ კანონიერ ქურდს გვანან დაახლოებით ესენი", — განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა დღეს განაცხადა, რომ საარჩევნო კანონმდებლობისა და საარჩევნო ადმინისტრაციების რეფორმებზე შეთანხმების შემთხვევაში პარლამენტში შევა.
გუშინ, ირაკლი ოქრუაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ ბოიკოტის მიუხედავად, ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, მაინც შევა პარლამენტში.
31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებედნენ პარლამენტში შესვლას. პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიცურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი არ განიხილება.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის მოახლოებასთან ერთად, მხარების განწყობები იცვლებოდა.
გაიგეთ მეტი:
- მათი პარლამენტში შესვლა მაგონებს 9 აპრილის მერე კომუნისტურ პარტიაში შესვლას — ოქრუაშვილი
- არ მემეტება არცერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იმ პარლამენტში შესასვლელად — დეკანოიძე ელისაშვილზე
- "გაწიკწიკებული" საარჩევნო წესები და ცესკოს რეფორმა — ელისაშვილი განმარტავს, რა შემთხვევაში შევა პარლამენტში
- აპირებენ, პირველ სხდომას არ დაესწრონ და მერე შეუერთდნენ პარლამენტს — ოქრუაშვილი
- სამუშაო გვექნება პარლამენტში შემსვლელი 5-6 "ოპოზიციონერის" კეთილების დისერტაციაზე — ოქრუაშვილი
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები