ქართულმა ოცნებამ ოთხივე საკითხზე, რომელიც მივიტანეთ, უკან დაიხია — ელისაშვილი

ფოტო: კადრი ვიდეოდან / მთავარი არხი
პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით პირველი განცხადებების შემდეგ შეიცვალა ის, რომ ქართულმა ოცნებამ უკან დაიხია ოთხივე საკითხზე, რომელიც ოპოზიციამ მოლაპარაკებების მაგიდასთან მიიტანა. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში განაცხადა.
"დღეს წარმოჩინდა, რომ ალეკო შედის პარლამენტში. არა, მე დღეს მთელი დღეა ვცდილობ, გადავარჩინო მოლაპარაკების პროცესი, რომლის ჩაშლასაც, საბოტაჟს ეწევა, ბოკერიას პარტია [ევროპული საქართველო. შიგნით ბაქრაძე, გარეთ ბოკერია-უგულავა", — დაამატა ელისაშვილმა.
როგორც იგი ამბობს, მოთხოვნები შეეხება საარჩევნო სისტემას, რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. მისივე თქმით, მმართველმა პარტიამ დაიხია რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებითაც:
"მოლაპარაკებებზე მოიტანეს ეს. სხვადასხვა ფორმატებზეა საუბარი. რიგგარეშე ხომ იყო მაგათი წითელი ხაზი, ბოლოს თქვეს, დავნიშნავთო, დაგვიმტკიცეთ, რომ გაყალბდაო. ახლა ჩვენ უნდა ვივარგოთ და ხო ყველა ვამბობთ, რომ გაყალბებაა. დავამტკიცოთ ეს გაყალბება", — განაცხადა ელისაშვილმა.
ამავე დროს, ელისაშვილი არ ამბობს, რა მეთოდებით შეიძლება არჩევნების შედეგების გადამოწმება და გაყალბების დადგენა. თუმცა აღნიშნავს, რომ სანდო მეთოდები არსებობს.
ელისაშვილი აცხადებს, რომ 11 დეკემბერს პარლამენტში არ შევა, თუმცა მანდატზე უარს ჯერ არ ამბობს და მოლაპარაკებებს გააგრძელებს.
ამავე თემაზე:
- ელისაშვილის თქმით, მანდატის გაუქმებაზე განცხადებას ხელს არ მოაწერს
- "ოცნების" არგუმენტი პოლიტპატიმრებზე იყო საყურადღებო, უსინდისო ვიყო — ელისაშვილი
- ელისაშვილი: როგორც ჩანს, კობახიძე გარეთ რაღაც როლს თამაშობს, შიგნით იყო საქმიანი, მშვიდი
- პოლიტპატიმრები თუ არ გამოვლენ, ფეხს არ შევადგამ პარლამენტში — ელისაშვილი
- პლებისციტი არის "ხლაპუშკა" და წყალი — ელისაშვილი
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
-
გადახედვა
კომენტარები