ტეილორ სვიფტმა სამსახურდაკარგულ ორ დედას $13 ათასი გადაურიცხა
შობა წლეულს ნაადრევად დადგა ორი დედისთვის, სანტა კლაუსის ფორმა მათთვის ამერიკელმა მომღერალმა, ტეილორ სვიფტმა, მოირგო. პოპვარსკვლავმა თითოეულ მათგანს $13 ათასი გადაურიცხა.
სვიფტმა ნიკი ქორნუელისა და შელბი სელევსკის შესახებ Washington Post-ის სტატიიდან შეიტყო. ქალები მედიაგამოცემას უამბობდნენ, რომ კოვიდპანდემიის გამო რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. ქორნუელმა, რომელიც მარტოხელა დედაა, კორონავირუსი თავადაც გადაიტანა, თუმცა ამაზე მძიმე მისთვის მაისის თვეში სამსახურის დაკარგვა აღმოჩნდა, რის შემდეგაც საარსებო მინიმუმის გამომუშავებაც კი აღარ შეეძლო.
"არც კი ვიცი, ჩემს შვილებს შობა თუ ექნებათ", — წერდა იგი GoFundMe-ის გვერდზე და აღნიშნავდა, რომ 2020 მისთვის "საშინელი წელი" იყო.
გარდა ქორნუელისთვის გადარიცხული 13 ათასი დოლარისა, ტეილორმა მარტოხელა დედისთვის სანუგეშო სიტყვებიც არ დაინანა.
"ნიკი, შენი ისტორია Washington Post-ში წავიკითხე და, ვფიქრობ, რომ საკუთარი ისტორიის ჩვენთვის გაზიარება ძალიან გაბედული ნაბიჯია", — წერს მომღერალი, — "ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რისი გადატანაც ამ წელს მოგიხდა და მსურს, ეს საჩუქარი გამოგიგზავნო, როგორც ერთმა ნეშვილელმა გოგომ მეორეს".
რაც შეეხება სელევსკის, რომელიც ორი შვილის დედაა, მან აგრეთვე პანდემიის გამო დაკარგა სამსახური გაზაფხულზე. ქალის თქმით, ერთ-ერთი შვილი კორონავირუსამდე დაიბადა ფილტვზე პრობლემით, მან და თავისმა საქმრომ კი "ყველაფერი გაყიდეს, რაც შეეძლოთ", რათა გადარჩენილიყვნენ, თუმცა ბრძოლა კვლავ გრძელდებოდა.
"შელბი, ამ საჩუქარს Washington Post-ში შენ შესახებ წაკითხული ისტორიის შემდეგ გიგზავნი. არავინ უნდა განიცდიდეს ისეთ სტრესს, რომლის გადატანაც გიწევს", — აღნიშნავს სვიფტი, რომელმაც ასევე 13 ათასი დოლარი გაუგზავნა სელევსკის, — "ვიმედოვნებ, შენ და შენს ოჯახს შესანიშნავი სადღესასწაულო სეზონი გექნებათ".
ორივე ქალმა მომღერლის მოულოდნელ საჩუქარს აღტაცებით და მადლიერებით უპასუხა.
სელევსკიმ სვიფტის კეთილშობილებას "უდიდესი წყალობა" უწოდა, ქორნუელმა კი აღნიშნა, რომ მომღერალმა მის ოჯახს "ღიმილი მოჰგვარა სახეზე, ისინი კი კარგად იქნებიან".
აღსანიშნავია, რომ ტეილორ სვიფტისთვის ქველმოქმედება უჩვეულო ამბავი არაა — მომღერალმა კარიერის განმავლობაში მილიონობით დოლარი გადარიცხა არაერთ საქველმოქმედო ფონდში, ასევე ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული ხალხისა და საავადმყოფოებისათვის. სვიფტი არც საგანმანათლებლო მიზნებისათვის იშურებს ფულს — გარდა იმისა, რომ იგი არაერთ სასწავლო დაწესებულებას აფინანსებს, თანხას ურიცხავს სტუდენტებსაც. ზაფხულში იგი ემიგრანტ სტუდენტს 30 ათასი დოლარით დაეხმარა სწავლის გაგრძელებაში.
ტეილორ სვიფტის მერვე, ამ დროისათვის ბოლო, სტუდიური ალბომი, სახელად Folklore ივლისის თვეში გამოვიდა და მომღერლის მიერ კარანტინში შექმნილი სიმღერები გააერთიანა. ფოლკლორმა კრიტიკოსების დადებით გამოხმაურებასთან ერთად წლის ერთ-ერთი საუკეთესო ალბომის წოდებაც მოიპოვა, ოქტომბერში კი 2020-ის პირველი ალბომი გახდა, რომელიც აშშ-ში მილიონზე მეტი ასლით გაიყიდა.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები