ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი (BTU) და თიბისი სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა (BTU) და თიბისის შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, თიბისი BTU-ს ფინანსური მხარდამჭერი გახდა როგორც მიმდინარე, ისე სამომავლო პროექტების ფარგლებში. თიბისი იზრუნებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტების ცოდნის გამრავალფეროვნებასა და მათ ჩართულობაზე თიბისის როგორც საგანმანათლებლო-შემეცნებით, ასევე კულტურულ პროექტებსა და ღონისძიებებში, ლექციებში, სემინარებსა და ვორქშოპებში. თიბისის მხარდაჭერით, უნივერსიტეტში მოეწყობა და ტექნიკურად აღიჭურვება სტუდენტური სივრცეები.
პარტნიორობის შედეგად, თიბისისთან ერთად განვითარდება უნივერსიტეტში არსებული გლობალური სტარტაპ ფონდის ქსელი, როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო ინვესტორების ჩართულობით; გაიზრდება სტარტაპების ფინანსებთან წვდომის შესაძლებლობები; თიბისის პროგრამა სტარტაპერისა და უნივერსიტეტის მეწარმეობის ცენტრის თანამშრომლობის ფარგლებში, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების მიზნით, დაიგეგმება არაერთი ღონისძიება და აქტივობა. ასევე, სტარტაპერი BTU უნივერსიტეტის ყოველწლიური დემო დღის მხარდამჭერი იქნება.
BTU-ს სტუდენტები ისეთ პროექტებში ჩაერთვებიან, როგორებიცაა:
თიბისი კემპი — თიბისი კემპი ფინანსების ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტური პროგრამაა და მსურველებისთვის მასში ჩართვა ნებაყოფლობითია. პროგრამის მთავარი მიზანი სტუდენტებისთვის რეალური სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობის მიცემა და მათთვის საინვესტიციო საბანკო საქმის უკეთ გაცნობაა. პროგრამა საჯარო ლექციებთან ერთად, ბიზნეს-ქეისების განხილვასა და რეალური საინვესტიციო სიტუაციების განხილვას გულისხმობს.
სტარტაპერი — სტარტაპერი თიბისის პროგრამაა, რომლის მიზანი სტარტაპების განვითარების ხელშეწყობაა. სტუდენტებისთვის სტარტაპკურსი ლექცია-სემინარებს, პრაქტიკულ დავალებებსა და ფინასნურ მოტივაციას მოიცავს. სტარტაპერი BTU უნივერსიტეტის ყოველწლიური დემო დღის მხარდამჭერი იქნება.
თიბისი IT აკადემია — თიბისი IT აკადემია კომპანიის CSR პოლიტიკის ნაწილია და ის საინფორმაციო ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს ახალი პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას სრულიად უფასოდ სთავაზობს.
თაობა XXI — პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის III და IV კურსის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ თიბისიში სხვადასხვა მიმართულებით სტაჟირება გაიარონ. სტუდენტები 6 თვიდან 1 წლამდე ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან და მათ ლექციებზე მორგებული გრაფიკი ექნებათ.
"BTU-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს თიბისისთან მჭიდრო თანამშრომლობის დაწყებას. როგორც ქვეყნის მოწინავე ფინანსური ინსიტიტუცია, თიბისი ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნეს სექტორისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარების აქტიური კონტრიბუტორია. ეს ხედვა BTU-ს მისიას პირდაპირ პასუხობს და გვჯერა, რომ ჩვენ მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტები, სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება საქართველოს საგანმანათლებლო და ინოვაციურ ეკოსისტემაში", — აცხადებს მიხეილ ბატიაშვილი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
"ახალი თაობა და ახალგაზრდებისთვის მათ ინტერესებზე მორგებული შესაძლებლობებისა და ცოდნის გაზიარება თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიეტეტია. ასევე, კომპანიისთვის მნიშვნელოვანია განათლებასთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერა. ამ მიმართულებით თიბისი რამდენიმე წელია არაერთ პროექტს ახორციელებს და სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებას აქტიურად ეთანამშრომლება. ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიხარულოა გავხდეთ იმ უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორები, რომელიც სრულ თანხვედრაშია თიბისის ფასეულობებთან. BTU უნივერსიტეტი თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამებითა და ციფრული ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებით, საქართველოში დასავლური სტანდარტების შესაბამის საგანმანათლებლო სივრცეს წარმოადგენს", — აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი პროექტ სილიკონ ველი თბილისის ფარგლებში, 2016 წელს დაარსდა და ის ორიენტირებულია ახალი თაობისთვის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი ცოდნის მიცემაზე, საერთაშორისო სივრცეში ინტეგრირებაზე, ინოვაციური ეკოსისტემის მხარდაჭერასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაზე.
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები