ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი მინისტრები და უწყებებში დასაქმებული პირები — TI-ს ანგარიში
საერთაშორისო გამჭრვალობა — საქართველოს ანგარიშის მიხედვით, საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების, მათ შორის ყველაზე მაღალბიუჯეტიანი სამინისტროებისა და სამართალდამცავი უწყებების, საკვანძო პოსტებზე ისეთი პირები ინიშნებიან, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ერთგულებით გამოირჩევიან, ან წარსულში მის კომპანიებში მუშაობდნენ.
რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითებს:
- ყოფილი პრემიერმინისტრები — ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი კვირიკაშვილი წარსულში ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში ქართუ ბანკში და ფონდ ქართუში წამყვანი პოზიციები ეკავათ.
- შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური წარსულში ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსად მუშაობდა, 2015-2019 წლებში კი გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა.
- ყოფილი გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე ივანიშვილის პირადი იურისტი იყო. 2012 წელს ივანიშვილის პრემიერმინისტრად დანიშვნისთანავე ის მთავრობის საპარლამენტო მდივანი გახდა, 2018 წელს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო, 2018-2019 წლებში გენერალური პროკურორობის შემდეგ ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა.
- სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს წარსულში წამყვანი თანამდებობები ეკავა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ კომპანიებში — ქართუ-ბანკი, ქართუ ჯგუფი, შპს შპს Old City Development, შპს ბურჯი, შპს ქართუ მშენებელი. 2016-2017 წლებში გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტის წევრი იყო, მანამდე კი თბილისის მერის მოადგილე.
- ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ყოფილი წარსულში ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში — ქართუ ბანკში, შპს ქართუ მენეჯმენტსა და შპს ბურჯში მუშაობდა. 2012 წლიდან ცქიტიშვილი მთავრობის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა.
- ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ისევე, როგორც სერგეენკო, საჩხერის მრავალპროფილური საავადმყოფოს დირექტორი იყო, რომელსაც ივანიშვილის ფონდი ქართუ აფინანსებს.
- ეკონომიკისა და ფინანსთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, დიმიტრი ქუმსიშვილი ბიძინა ივანიშვილის კომპანიის ქართუ ბანკის დირექტორი იყო.
- სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, ანზორ ჩუბინიძე, წარსულში ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსაც მუშაობდა.
ორგანიზაციის განცხადებით, ბევრი ამ საკვანძო თანამდებობის პირის, განსაკუთრებით პრემიერმინისტრების, თანამდებობაზე დანიშვნა და გათავისუფლება მიანიშნებს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებებს პირადად ბიძინა ივანიშვილი იღებდა, რაც, ზოგ შემთხვევაში, სამართლებრივი პროცედურების გვერდის ავლით ხდებოდა. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებების დროს პარლამენტის როლი მინიმალური იყო.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები