კორეელი რეჟისორი კიმ კი-დუკი 59 წლის ასაკში COVID-19-ით გარდაიცვალა
დღეს, 11 დეკემბერს, სამხრეთკორეელი რეჟისორი კიმ კი-დუკი COVID-19-ის გამოწვეული გართულებების გამო 59 წლის ასაკში გარდაიცვალა ლატვიაში. ცნობას ლატვიის ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები ავრცელებენ.
რეჟისორი ამ დილის ადრეულ საათებში გარდაიცვალა ლატვიის საავადმყოფოში, სადაც მას კორონავირუსზე მკურნალობდნენ. ის ბალტიისპირეთში იმ მიზნით ჩავიდა, რომ სახლი ეყიდა და ცხოვრების უფლება მიეღო. ეს ამბავი დაადასტურა დოკუმენტური ფილმების რუსმა რეჟისორმა ვიტალი მანსკიმ, რომელიც ასევე ლატვიაში ცხოვრობს და ადგილობრივ ArtDocFest-ს უძღვება.
კიმ კი-დუკი 1960 წელს დაიბადა სამხრეთ კორეაში, ბოგვაში. ის საკმაოდ ბნელი და კონტროვერსიული არტ-ჰაუს ფილმების ავტორი იყო. ეს კონტროვერსიები პირად ცხოვრებაშიც არ აკლდა — #MeToo მოძრაობის დროს მას არაერთმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი, თუმცა კორეის სასამართლომ რეჟისორის წინააღმდეგ შეტანილი ბრალდება უარყო.
რეჟისორის დებიუტი 1996 წელს შედგა დაბალბიუჯეტიანი სურათით Crocodile, რომელმაც კორეაში კარგი შეფასება მიიღო და ევროპულ ფესტივალებზეც გაეშვა.
მისი 2000 წლის ფილმი The Isle თავისი შემზარავი ძალადობრიობითა და სიბნელით გახდა ცნობილი — იმ ნიშნებით, რომლებიც რეჟისორის ნამუშევრებში არაერთხელ გამოჩენილა — მათ შორის ფილმში იყო ცხოველებისადმი ძალადობის სცენები, რომლებიც, რეჟისორის თქმით, ნამდვილი იყო. ფილმმა დიდი რეზონანსი გამოიწვია საერთაშორისო დონეზე, განსაკუთრებით ვენეციაში, სადაც ფილმის ჩვენებისას აუდიტორიის რამდენიმე წევრს გულისრევა დაეწყო და გული წაუვიდა.
რეჟისორის ყველაზე ცნობილი ფილმია 2003 წლის სურათი Spring, Summer, Fall, Winter… and Spring, რომელიც მოგვითხრობს ბუდისტურ მონასტერზე და ხუთ ნაწილადაა დაყოფილი, მის სათაურში შემავალი სეზონების მიხედვით. 2004 წელს კიმის ფილმის Samaritan Girl პრემიერა ბერლინალეზე შედგა და ვერცხლის დათვი მოიგო, იმავე წელს კი რეჟისორის სხვა ნამუშევარმა 3-Iron ვენეციაში ვერცხლის ლომი მოიპოვა. მან წარმატებას კანის კინოფესტივალზეც მიაღწია, სადაც 2007 წელს ოქროს პალმის რტოზე წარადგინეს მისი ფილმი Breath, 2011 წელს კი მისმა დოკუმენტურმა ფილმმა Arirang ფესტივალის განსაკუთრებული ჯილდო "Prix un certain regard" დაიმსახურა. 2012 წელს რეჟისორის სურათმა Pieta ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომიც მოიპოვა.
კიმ კი-დუკის ბოლო ნამუშევარი რუსულენოვანი სურათი Dissolve იყო, რომლის დებიუტიც კანის კინოფესტივალზე 2019 წელს შედგა.
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
კომენტარები