ჩანს, ხელისუფლება ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს, მაგრამ არ ვკარგავ იმედს — სამნიძე
რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესს იმედიანად უყურებს, მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამ მოლაპარაკებებს ხელს უშლის.
"ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მოლაპარაკებების პროცესს. არ მომისმენია არცერთი ოპოზიციური პარტიიდან და არც ველი, რომ ამას მოვისმენ, რომ მაგალითად, აზრი არ აქვს მოლაპარაკებებს, ან ვინმეს ცუდი მოლოდინი აქვს. ვანიჭებ უდიდეს მნიშვნელობას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დღეს ვიხილეთ ერთპარტიული პარლამენტი. როცა ვამბობ, რომ შედეგი მოჰყვება, ძალიან მცირე სივრცეა დარჩენილი, ჩანს რომ ხელისუფლება ხელს უშლის ამ პროცესს, მაგრამ არ ვკარგავ იმედს", — განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
დღეს რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია პარლამენტში არ შევლენ. მათი განცხადებით, ბლოკთან ნაციონალური მოძრაობა — გაერთიანებული ოპოზიციასთან ერთად ბოიკოტის რეჟიმს აგრძელებს. ასევე, პარტიაში აღნიშნეს, რომ საპარლამენტი მანდატებზე უარს იტყვიან მას შემდეგ, რაც ფასილიტატორების ჩართულობით ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესი დასრულდება.
ოპოზიციამ საარჩევნო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებით ცესკოს უკვე მიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს მიმართა ევროპულმა საქართველომ, სტრატეგია აღმაშენებელმა, ენმ — ძალა ერთობაშიამ, ლელომ და ლეიბორისტულმა პარტიამ.
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა დღეს, ქვეყანას ჰქონოდა მრავალპარტიული პარლამენტი, ამის ნაცვლად კი ჰყავს ერთი კაცის პარლამენტი.
"როგორც უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება და ხელი მოვაწერეთ, სიის ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადება ცესკოში ჩავაბარეთ. სტრატეგია აღმაშენებელმა 4 მანდატზე თქვა უარი, მაგრამ სია მთლიანად ჩაიხსნა. დღეს შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა დღე საქართველოში. შეიძლებოდა ყოფილიყო მრავალპარტიული პარლამენტი, მაგრამ მივიღეთ ერთი კაცის პარლამენტი", — განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოპოზიციის განაცხადების განსახილველად სამდღიანი ვადა აქვს.
მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ბაღში შეკრებილი არიან, საპარალამენტო მანდატებზე უარს ამბობენ და ამის შესახებ განცხადებას ხელს საჯაროდ აწერენ.
ოპოზიციური პარტიებიდან ადგილზე არ არის ალეკო ელისაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ არც პარლამენტში შედის და არც განცხადებას აწერს ხელს. შეკრების ადგილას არ იყო, ასევე, რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები.
როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მემორანდუმი არის სამი ნაწილისგან შემდგარი და შემდეგი შინაარსის:
"პირველი არის ხელმოწერილი დოკუმენტი იმ დეპუტატების მიერ, რომლებიც დე-ფაქტო შესული არიან პარლამენტში, ანუ მათ მოაწერეს ხელი, რომ ისინი უარს აცხადებენ დეპუტატის მანდატზე, მეორე ეს გახლავთ, ასევე დე-ფაქტო პარლამენტში შესული პარტიების ხელმძღვანელი პირების ხელმოწერა სიების ჩახსნასთან დაკავშირებით, მესამე არის სრულიად ოპოზიციური სპექტრის, როგორც ფორმალურად ბარიერგადალახული, ასევე, ფორმალურად ბარიერგადაულახავი პარტიების ხელმოწერები იმასთან დაკავშირებით, რომ ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, სოლიდარობას ვუცხადებთ და ვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს".
რა წერია ოპოზიციის საერთო განცხადებაში
პოლიტიკური პარტიების განცხადება საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებით
პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკოს-ს შედეგების მიხედვით, გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. მივიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართელის ხალხის ნებას. შესაბამისად მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენ მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები.
შეკრებილი ოპოზიცია სიტყვით გამოდის და საუბრობს, არჩევნების გაყალბებასა და დღეს პარლამენტში შეკრებილი ერთპარტიული სხდომის შესახებ. ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ფასილიტატორების ჩართულობით მოლაპარაკებები გაგრძელდება.
11 დეკემბერს გაიმართა პარლამენტის პირველი სხდომა, რომელსაც მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ.
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს პარლამენტთან მიმდინარე პროტესტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
კომენტარები