რა გავლენა მოახდინა Covid-19-მა შენს უფლებებზე — ესეების კონკურსი მოსწავლეებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საშუალო საგანმანათლებლო დაწესებულებების X-XII კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს ესეების კონკურსს თემაზე — რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ შენს უფლებებზე?
ესეის თემა
კორონავირუსის პანდემიამ დიდი გავლენა მოახდინა ბავშვებზე, განსაკუთრებით მათი ჯანმრთელობის, განათლებისა და ძალადობისგან დაცვის უფლებებზე.
ბავშვებისთვის რთული აღმოჩნდა დისტანციური სწავლების სისტემაში ჩართვა, მათ დიდ ნაწილს კი საერთოდ არ მიუწვდებოდა ხელი კომპიუტერსა თუ ინტერნეტზე.
სკოლის მოსწავლეთა ემოციურ მდგომარეობაზე ნეგატიურ კვალს ტოვებს პანდემიის გამო აუცილებელი სოციალური იზოლაციის პირობებში თანატოლებთან ურთიერთობის ნაკლებობაც.
უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ ესეის თემა შეიძლება იყოს ბავშვის ნებისმიერი უფლება, რომელზეც პანდემიამ გავლენა მოახდინა.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კონკურსში მონაწილეობისთვის მნიშვნელოვანია შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა და სააპლიკაციო ფორმაში ატვირთოთ ესეი. სააპლიკაციო ფორმის შევსებისა და მასში ესეის ატვირთვისას გაითვალისწინეთ შემდეგი საკითხები:
- ატვირთეთ მხოლოდ ერთი ესეი;
- ესეიში დაიცავით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილი, პლაგიატის შემთხვევაში მიღებული ესეი არ განიხილება კომისიის მიერ;
- ესეი გამოგზავნეთ 30 დეკემბრის 23:59 საათამდე, დაგვიანებით მიღებული ესეები არ განიხილება;
- ესეი დაწერეთ ქართულ ენაზე და ქართული ფონტით;
- ესეის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 სიტყვას;
- ესეი გამოგვიგზავნეთ MS Word-ის ფორმატში, გამოიყენეთ შრიფტი: Sylfaen, შრიფტის ზომა: 12; ინტერვალი: 1,15;
- ყურადღებით შეავსეთ აპლიკაციის თითოეული ველი.
პრიზი
კონკურსის ჟიური გამოავლენს სამ გამარჯვებულს, რომლებიც მოიპოვებენ სხვადასხვა ტიპის დაფინანსებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში სწავლისთვის.
- I ადგილზე გასული კონკურსანტი 1 000 ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერს მიიღებს;
- II ადგილზე გასული კონკურსანტი — 800 ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერს;
- ხოლო III ადგილზე გასულს 500 ლარიანი სასტიპენდიო ვაუჩერი გადაეცემა.
სასტიპენდიო ვაუჩერით სარგებლობას შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ სკოლის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში განაგრძობთ სწავლას.
კონკურსში მონაწილეობის მიღებით მოსწავლე ეთანხმება კონკურსის პირობებს.
ესეების მიღების ბოლო ვადა მიმდმინარე წლის 30 დეკემბერია. სააპლიკაციო ფორმა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2VXCFCw
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით მარიამ დევიძეს, ადამიანის უფლებათა მიმართულების მკვლევარს, მისამართზე: [email protected].
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა მიმართულება იტოვებს უფლებას, არ შეარჩიოს გამარჯვებული/ები, თუ მიღებული ესეები კონკურსის პირობებს არ დააკმაყოფილებს.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
კომენტარები