გირჩის ერთ-ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ გირჩის მინიმუმ სამი დეპუტატი პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას მაშინ მიიღებს, როდესაც 38 დეპუტატი იტყვის უარს მანდატზე და ფაქტობრივად საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი აღარ იქნება.

"როგორც კი 38 დეპუტატი ფაქტობრივად დატოვებს თავის მანდატს, ანუ როგორც კი არ იქნება საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნის შანსი დღევანდელ პარლამენტში, გირჩის ოთხივე, დიდი ალბათობით, მაგრამ სამი მინიმუმ, რაც მე ზუსტად შემიძლია გითხრათ, დეპუტატი დავწერთ განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს პარლამენტი, მე-10 მოწვევის პარლამენტი, ჩვენი გაგებით, ვერ შედგა", — განაცხადა მეგრელიშვილმა.

11 დეკემბერს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი ერთპარტიულად შეიკრიბა. სხდომას მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებოდნენ. სხდომის პარალეურად, ოპოზიციის ნაწილი მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ეზოში შეიკრიბა და განცხადებას მოაწერა ხელი, რომლითაც მანდატებზე უარი თქვა.