"ეს სფერო არის განადგურების საფრთხის ქვეშ" — ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტორის მიმართვა სახელმწიფოს
ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტროის წარმომადგენლებმა დღეს სახელმწიფოს საჯაროდ მიმართეს და 4-პუნქტიანი სამოქმედო გეგმა წარადგინეს, რომელიც ამ სექტორისთვის ფინანსური დახმარებების პაკეტსა და შეღავათებს ითვალისწინებს.
როგორც საკლუბო სექტორის წარმომადგენლემა, დათო ლეჟავამ განაცხადა, 4-საფეხურიანი გეგმა გულისხმობს გადაუდებელი ფინანსური დახმარების ფონდის შექმნას ელექტრონული მუსიკის ეკოსისტემის გადასარჩენად.
"ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზანია ხმა მივაწვდინოთ ყველა დაინტერესებულ მხარეს და ერთიანი ძალისხმევით გადავარჩინოთ შემოქმედებითი ინდუსტრიების და ღამის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი სექტორი, თანამედროვე საკლუბო კულტურა და ელექტრონული მუსიკის სცენა", — განაცხადა ლეჟავამ.
მათ მიერ წარდგენილი გეგმა კი შემდეგ პუნქტებს აერთიანებს:
- საქართველოს მასშტაბით არსებული 55 ბიზნეს ერთეულის მეიჯარეებთან საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებების შემსუბუქების მხარდაჭერა, რაც მოიცავს იჯარის სრულად ან ნაწილობრივ სუბსიდირებას;
- იურიდიული პირებისთვის კომუნალური გადასახადების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება;
- ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო სექტროში დასაქმებული პირების, მათ შორის 500-ზე მეტი შემოქმედი ადამიანისა და ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარების პაკეტის ამოქმედება;
- სწრაფი ტესტების უზრუნველყოფა ამ სფეროსთვის, რომ პოსტკოვიდ მდგომარეობაში უსაფრთხოდ გაიხსნას ეს სივრცეები.
საკლუბო სექტორის წარმომადგენლმა, ნაჯა ორაშვილმა განაცხადა, რომ გამომდინარე იქედან, მთავრობის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა მათ სექტორს არ ითვალისწინებს და იგი სახელმწიფოსგან, ფაქტობრივად, მიტოვებულია, მათ თავად გადაწყვიტეს გეგმის შემუშავება.
"ეკონომიკური აღდგენის 4-საფეუხრიანი გეგმა მოიცავს შემდეგ 6 თვეს, რადგანაც ეს სფერო იყო პირველი, რომელმაც საკუთარი კარი დახურა საგანგებო მდგომარეობსი გამოცხადებამდე ბევრად ადრე და ეს გრძელდება 10 თვეა. ეს სფერო მიტოვებულია სახელმწიფოს მხრიდან და ის რაც სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა, ჩვენ ჩვენი ძალებით ჩვენ შევიმუშავეთ. მათ მხოლოდ უნდა აღასრულონ ეს 4-პუნქტიანი გეგმა", — განაცხადა მან.
მისივე თქმით, არც სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შეიდოდეს მათი გაქრობა, რადგან იგი ეს ერთ-ერთი წარმატებული სფეროა საქართველოში, რომელმაც ქვეყანას უზარმაზარი წარმატება მოუტანა, მათ შორის, გლობალური მასშტაბით.
ორაშვილის განცხადებითვე, ეს გეგმა არის ერთგვარი "ულტიმატუმი" სახელმწიფოსთვის, რომ უახლოეს დღეებში მიიღონ მათგან პასუხი და გადაიდგან მყისიერი ნაბიჯები. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი "გარკვეულ ქმედებებზე" გადავლენ.
საკლუბო სექტორისა და ელექტრონული მუსიკის წარმოამდგენლების თქმითვე, მათ ეს გეგმა სახელმწიფოსთვის უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც მიწოდებული აქვთ, თუმცა გამომდინარე იქედან საპასუხო შემხვედრი ნაბიჯები ჯერ არ მიუღიათ, ამის საჯაროდ განხილვა გადაწყვიტეს.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
კომენტარები