ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის გაბომჟებული საცოდაობა — წულუკიანი
იუსტიციის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, თეა წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას გამოსვლები არის სრულად "გაბომჟებული" პერფორმანსი.
"ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, მისი პერფორმანსები, ბოლოდროის თავდასხმები დასავლურ ღირებულებებზე, მისი ისტერიკა არის, სამწუხაროდ ყოფილი ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის გაბომჟებული სახე. ეს არის ძალიან მძიმე სანახაობა პიროვნულად და ადამიანურად. მას მთლიანად ჩაეფუშა გეგმა, რაც იყო ხელისუფლების ნებისმიერ მიზნად ცვლილება, შესაბამისად რეაქცია არის განწირული... ნიკა გვარამიას პერფორმანსი არის სრული გაბომჟებული საცოდაობა", — ამბობს წულუკიანი.
მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მას შეუთვალეს, რომ ახალ წლამდე დაიჭერდნენ და რუსთავი 2-ისთვის ზიანის ანაზღაურების მიზეზით მთელ ქონებას ჩამოართმევენ.
როგორც იგი წერს, ეს ინფორმაცია მიწოდებილია ფასილიტატორი ელჩებისთვისაც და დაკავების მიზეზად მისი "ანტიდასავლური პოზიცია" დაუსახელეს.
"დღეს შემომითვალეს: ახალ წლამდე კვლავ განახლდება შენი საქმე, უსწრაფესად დაგიჭერთ და მთელ ქონებას ჩამოგართმევთ რუსთავი 2-ისთვის ზიანის ანაზღაურების ანგარიშში. არ დაუზუსტებიათ, რას ჩამომართმევენ. არავითარი ქონება არ გამაჩნია. ერთადერთი, ჩემი ცოლის, სოფოს სახელზეა უსახსრობის გამო დაუმთავრებელი აგარაკი ბეთანიაში, ისიც ბანკში ჩადებული. ვცხოვრობთ ნაქირავებში. მთელი ფული გვეხარჯება შვილების განათლებაზე, მათ შორის, უფროსის ამერიკაში. ეტყობა ფეხსაცმელს, ტანსაცმელს და სათვალეებს გულისხმობდნენ", — წერს გვარამია ფეისბუქზე.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება 2019 წლის ივლისში დაიწყო. მას რუსთავი 2-ის დირექტორად ყოფნის პერიოდში ტელეკომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას ედავებიან. კერძოდ, ნიკა გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან. მას, ასევე, ბრალად ედება ფულის გათეთრება.
თვეების განმავლობაში გვარამიას საქმის განხილვა სასამართლოში შეჩერებული იყო, თუმცა დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მისი და კიდევ სამი ოპოზიციონერის — ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულასვთან კავშირში არსებული საქმეები განახლდებოდა. თუმცა მოგვიანებით ყველა საქმეზე პროცესები ისევ გადაიდო.
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
-
გადახედვარამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა რამდენად ჭკვიანები იყვნენ ტირანოზავრები — კვლევა
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
კომენტარები