დეკანოიძის თქმით, ხელისუფლება უკანონო თვალთვალსა და შანტაჟს ახალისებს
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, ხელისუფლება უკანონო თვალთვალსა და შანტაჟს ახალისებს. ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც ის მის შესაძლო დაკავებაზე საუბრობს, დეკანოიძემ გვარამიასა და მის ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადა.
"ქვეყანაში არის უკანონო მიყურადება, შანტაჟი, მუქარა. კონსტიტუციისა და საერთაშორისო კონვენციების დარღვევით ხელისუფლება ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს, მედია მენეჯერებისა და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ღიად და აქტიურად ილაშქრებს რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი მართლმსაჯულების ყველა რგოლს იყენებენ იმისთვის, რომ ვინც გზაზე გადაეღობებათ, მათ უთვალთვალონ", — განაცხადა დეკანოიძემ.
მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, მას შეუთვალეს, რომ ახალ წლამდე დაიჭერდნენ და რუსთავი 2-ისთვის ზიანის ანაზღაურების მიზეზით მთელ ქონებას ჩამოართმევენ.
როგორც იგი წერს, ეს ინფორმაცია მიწოდებულია ფასილიტატორი ელჩებისთვისაც და დაკავების მიზეზად მისი "ანტიდასავლური პოზიცია" დაუსახელეს.
"რას ამბობთ? უთვალთვალებენ? მზეთუნახავი ჰყავს სახლში, რომ უთვალთვალებენ, თუ რატომ არის გაღიზიანებული", — ასე გამოეხმაურა იუსტიციის ყოფილი მინისტრი და პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, თეა წულუკიანი განცხადებას, რომ მის ოჯახს უთვალთვალებენ.
წულუკიანმა, გვარამიას გამოსვლებს, ასევე, არის სრულად "გაბომჟებული" პერფორმანსი უწოდა.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიება 2019 წლის ივლისში დაიწყო. მას რუსთავი 2-ის დირექტორად ყოფნის პერიოდში ტელეკომპანიის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მიღებას ედავებიან. კერძოდ, გვარამიას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით ქონების გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვის, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავებიან. მას, ასევე, ფულის გათეთრება ედება ბრალად.
თვეების განმავლობაში გვარამიას საქმის განხილვა სასამართლოში შეჩერებული იყო, თუმცა დეკემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ მისი და კიდევ სამი ოპოზიციონერის — ნიკა მელიას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავასთან კავშირში არსებული საქმეები განახლდებოდა. თუმცა, მოგვიანებით ყველა საქმეზე პროცესები ისევ გადაიდო.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები