Bolt Food თბილისშია!
ესტონური კომპანია Bolt საქართველოში საკვების ადგილზე მიტანის სერვისს, Bolt Food-ს იწყებს!
იმისთვის, რომ ადამიანების სახლში დარჩენა უფრო კომფორტული გახდეს, Bolt მომხმარებლებს საკვების მიტანის სერვისს, Bolt Food-ს სთავაზობს. Bolt Food-ის ყველა მიტანა უკონტაქტოა. საწყის ეტაპზე, Bolt Food-ით შეკვეთის მიღებას თბილისის ყველა ცენტრალური უბნის მაცხოვრებლები შეძლებენ. აპლიკაციის გაშვებასთან ერთად, ყველა მიტანა უფასო იქნება — მომხმარებლები იხდიან მხოლოდ იმ კერძების საფასურს, რაც მათ შეუკვეთეს.
"მოცემული მდგომარეობა ყველასთვის რთულია. იმედი გვაქვს, რომ საყვარელი რესტორნებიდან ადგილზე მიტანის შესაძლებლობა ბევრისთვის იქნება სახლში დარჩენის მოტივატორი. ამასთანავე, ჩვენ 5 000-მდე მძღოლი გვყავს თბილისში და ვფიქრობთ, Bolt Food მათთვის დამატებითი შემოსავლის წყაროც გახდება, ვინაიდან მკაცრი შეზღუდვების პირობებში, მძღოლის მომსახურებაზე მოთხოვნა საგრძნობლად შემცირებულია", — ამბობს Bolt-ის CEO საქართველოში.
Bolt Food-ით საკვების შეკვეთა თბილისში უკვე 150-ზე მეტი ობიექტიდანაა შესაძლებელი. მათ შორისაა ისეთი ცნობილი რესტორნები, როგორებიცაა Barbaresgan, Ukve, Bernard, Coffeesta და სხვა.
საკვების შესაკვეთად, მომხმარებელმა უნდა გადმოწეროს Bolt Food-ის აპლიკაცია საკუთარ სმარტფონზე, სადაც ის ხელმისაწვდომი რესტორნების და მათი მენიუების აღმოჩენას და კერძების შეკვეთას შეძლებს. Bolt Food-ის ყველა მიტანა უკონტაქტოა; მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს მიტანის ზუსტი ადგილი აპლიკაციაში, რის შედეგადაც, კურიერი შეკვეთას უკონტაქტოდ დატოვებს მისამართზე.
"Bolt-ის მძღოლის მომსახურების სერვისი მთლიანად აგებულია ეფექტურობაზე, რაც საშუალებას გვაძლევს ჩვენს პარტნიორ მძღოლებს და მომხმარებლებს ბაზარზე საუკეთესო მომსახურება შევთავაზოთ. სწორედ იგივე მიდგომით ვგეგმავთ საკვების მიტანის სერვისის ამოქმედებას, რაც მომხმარებლისთვის ეფექტურ მომსახურებას ნიშნავს, კურიერისთვის კი საუკეთესო მხარდაჭერის სისტემას. Bolt Food-ის პარტნიორი რესტორნებისთვის, მთავარი ღირებულება Bolt-ის ერთგული მომხმარებელთა დიდი ბაზაა — ადამიანები, რომლებიც ენდობიან და უყვართ ჩვენი ბრენდი".
Bolt-ს მსოფლიოს 35 ქვეყანაში 30 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. Bolt Food პირველად 2019 წლის აგვისტოში, ესტონეთში შეიქმნა და დღეისათვის ის 30 ქალაქსა და 15 ქვეყანაშია ხელმისაწვდომი.
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
კომენტარები