ერევანში პრემიერმინისტრის, ნიკოლო ფაშინიანის გადადგომის მოხთხოვნით "ღირსების მარში" მოეწყო. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მან თანამდებობა, რაც შეიძლება მალე უნდა დატოვოს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ "ნიკოლ, წადი!".

თვითონ ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს და ამ ნაბიჯს მხოლოდ იმ შემთხვევაში გადადგამს, თუ ხალხის ნება რეალურად გამოვლინდება. პრემიერმინისტრს გადადგომისკენ სომხეთის კათალიკოსმაც მოუწოდა.

ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ ფაშინიანს არც მორალური და არც ლეგიტიმური უფლება არ აქვს, ხალხის სახელით ისაუბროს და მას გადადგომა მაინც მოუწევს.

27 სექტემბერს განახლებული საბრძოლო შეტაკებები მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 9 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების შედეგად დასრულდა, რომლის შუამავალი რუსეთი იყო.

ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება სომხეთში კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს. შეთანხმების მიხედვით, სომხურმა მხარე, აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორია გადსეცა და კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ. დროდადრო კი რეგიონში დევნილები დაბრუნდებიან.

ამავე თემაზე: