ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ, თუ მაცივრის ყიდვას აპირებთ
მაცივრის გამოგონებამ არსებითად შეცვალა და გააუმჯობესა კაცობრიობის ცხოვრება — ამჟამად მის გარეშე კომფორტული არსებობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
მაცივრის შერჩევისას ყველას სურს, რომ მოწყობილობა ემსახუროს დიდხანს, არ ფუჭდებოდეს, მუშაობდეს უხმაუროდ და თანაც ჰქონდეს ხელმისაწვდომი ფასი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აგრეგატი შეესაბამებოდეს ინტერიერს, იყოს ეკონომიური და კომფორტული. თუკი ჯერ ვერ შეარჩიეთ მოდელი, რომელიც ამ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს, სწორედ თქვენთვის არის რეკომენდებული მოცემული სტატიის წაკითხვა.
ზომა და მოცულობა
პირველი, რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება, გახლავთ მაცივრის ზომა. ამ მახასიათებლის მიხედვით არსებობს შემდეგი ტიპის მოწყობილობები:
- პატარა (სიმაღლე 1 ან 1,5 მეტრი, სიგანე - 59 სმ-მდე);
- სტანდარტული (სიმაღლე 1,71-1.85 მეტრი, სიგანე - 60 სმ);
- ევროპული სტანდარტი (1,86 – 2 მეტრი, სიგანე - 60-80 სმ);
- Side-by-Side (1.86-2 მეტრი, სიგანე - 90-120 სმ).
გაყინვის სისტემა
გავრცელებული ტიპებია:
წვეთოვანი სისტემა — კომპრესორის მუშაობის შედეგად მაცივრის უკანა კედელზე ჩნდება ყინული, კომპრესორის გათიშვის შემდეგ კი დნება. წვეთები ჩაედინება სპეციალურ რეზერვუარში და აორთქლდება.
მშრალი ყინვის სისტემა (No Frost) — ხელს უშლის კონდენსატის გაჩენას და ქმნის მშრალ მიკროკლიმატს;
მოცულობა
სასარგებლო მოცულობა - ეს არის მაჩვენებელი, რომელიც ასახავს რა რაოდენობის პოდუქტი შეიძლება მოთავსდეს მაცივარში ნორმების თანახმად. მოცულობის გათვალისწინება საჭიროა განსაზღვრისთვის - საკმარისი იქნება თუ არა შერჩეული მოდელი მთელი ოჯახის სამყოფი სურსათის შესანახად.
- 250 ლიტრამდე მოცულობის კამერა საკმარისია 1-2 ადამიანისთვის;
- 250-300 ლიტრი - 3 ადამიანისთვის;
- 300 – 350 ლიტრი - 4-5 ადამიანისგან შემდგარი ოჯახისთვის;
- 500 ლიტრზე მეტი მოცულობის საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ შეიძინოთ side-by-side ტიპის მაცივარი.
კომპრესორის ტიპი
მაცივრის შერჩევისას მნიშვნელოვანი დეტალია კომპრესორის ტიპის გათვალისწინება:
ხაზობრივი კომპრესორი სწრაფად აცივებს მითითებულ ტემპერატურამდე, ჩართვა-გამორთვისას უხმაუროა და მუშაობს ვიბრაციების გარეშე;
ინვერტორული კომპრესორი საერთოდ არ ითიშება. იგი უბრალოდ ამცირებს სიმძლავრეს და ინარჩუნებს განსაზღვრულ ტემპერატურას.
კლიმატის კლასი
ექსპლუატაციის პირობების შესაბამისად გამოიყოფა ოთხი ტიპის კლიმატის კლასი:
- N - ექსპლუატაცია +16 °С - +32 °С ტემპერატურაზე. გამოდგება თითქმის ყველა ტიპის ბინისთვის;
- SN - ექსპლუატაცია +10 °С - +32 °С ტემპერატურაზე. რეკომენდებულია შედარებით გრილი ადგილებისთვის.
- ST – ექსპლუატაცია +18 °С - +38 °С ტემპერატურაზე. ხელსაყრელია რეგიონებისთვის, სადაც ცხელა.
- Т – ექსპლუატაცია +18 °С - +43 °С ტემპერატურაზე. ამ ტიპის კლასის მქონე მაცივარი გამოადგება მათ, ვინც ცხოვრობს მეტისმეტად ცხელ რეგიონში, ან ისეთ შემთხვევაში , თუკი მოწყობილობას მზის პირდაპირი სხივები ხვდება.
ენერგოეფექტურობა
ენერგომოხმარების კლასი გახლავთ მოწყობილობის ეკონომიურობის მაჩვენებელი. არსებული ტიპებიდან ყველაზე მისაღებია A კლასი. თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური მოდელების კლასია А+ და А++. ასევე მისაღებია B კლასიც.
ენერგომოხმარების დონე არის მსოფლიო დონის სტანდარტი და მოქმედებს ყველგან. ვნახოთ, რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს სხვადასხვა კლასის მაცივრები:
- А, А+, А++: - 55%-მდე. საუკეთესო ვარიანტია А++: 30%-მდე მაჩვენებლით.
- В: 75%-მდე;
- С: 90%-მდე;
- D მის ქვემოთ: 90-დან 125 %-მდე.
თანამედროვე მაცივრები, სპეციალისტების გამოთვლით, წელიწადში საშუალოდ 200-დან 450 კვტ/სთ ენერგიას ხარჯავენ.
დამატებითი ფუნქციები და მახასიათებლები
გაგაცნობთ რამდენიმე სასარგებლო მახასიათებელს, რომლებიც თანამედროვე მაცივრებში გვხვდება:
ბავშვებისგან დაცვა: ზოგიერთი მოდელის უსაფრთხოება ღილაკების მიუწვდომლობაში მდგომარეობს, ზოგიერთში კი — მართვის პანელისა და კარის ბლოკირებაში.
ანტიბაქტერიული ზედაპირი — ზედაპირის ვერცხლის რეაგენტის ძალიან თხელი ფენით დაფარვა აფერხებს ისეთი ბაქტერიის გამრავლებას, რამაც შეიძლება დააჩქაროს საკვების გაფუჭება და გამოიწვიოს უსიამოვნო სუნი.
სუპერგაყინვა — შესაძლებელია საყინულე განყოფილებაში შენარჩუნდეს სტანდარტულ -18 °C-ზე ნაკლები ტემპერატურა. შედეგად პროდუქტი იყინება უფრო სწრაფად და უკეთ ინარჩუნებს გემოსა და სარგებლიანობას.
გამჭვირვალე სათავსოები — ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალია, თუმცა მათში ადვილია საჭირო სურსათის მოძებნა.
მაშ ასე, ტექნიკური მახასიათებლების გარდა საჭიროა გავითვალისწინოთ შემდეგი: რა ფართობს დაიკავებს მაცივარი, რამდენი უნდა იყოს სიმაღლე და ტევადობა. და გვახსოვდეს — ფასი ყოველთვის არ არის ხარისხის მთავარი ფაქტორი: მოწყობილობა, რომელიც მუშაობს მუდმივად, უნდა იყოს პრაქტიკული, ეკონომიური და საიმედო.
მაცივრების ფართო არჩევანი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://sold.ge
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს
-
გადახედვამეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს მეცნიერებმა ტვინის ნათხემის ახალი ფუნქცია გამოავლინეს
-
-
გადახედვაროგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა როგორია მწერების დღე-ღამის აქტივობა — კვლევა
-
გადახედვაპარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა, საკომიტეტო მოსმენაზე, რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსი პეტრიაშვილი თავისუფალია
-
გადახედვაჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს ჩინეთში შექმნეს ტვინის ჩიპი, რომლითაც მაიმუნი რობოტულ ხელს "ტელეპათიურად" ამოძრავებს
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი ანრი ოხანაშვილმა, რუსული კანონის განხილვისას, დარბაზიდან გააძევა 14 ოპოზიციონერი დეპუტატი და არასამთავრობოების 2 წარმომადგენელი
-
გადახედვაოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი ოკუპირებულ სოფელ დისევთან საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს — სუსი
-
გადახედვარუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა დეპუტატების გაძევებისა და ცენზურის ფონზე მიმდინარეობს — არასამთავროები
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე როგორი ამინდი იქნება 2 მაისამდე
-
გადახედვარუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა რუსეთმა კოსმოსში ბირთვული იარაღის გატანის აკრძალვას მხარი არ დაუჭირა
-
გადახედვაOn.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა On.ge-ის 10 ქვიზი, რომელიც აპრილში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
-
გადახედვა28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში 28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ უვიზოდ იმოგზაურონ ჩინეთში
-
გადახედვაანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას ანა წითელაძე: ყველა ის ადამიანი, ვინც ცდილობს, რომ შინაარსობრივი კითხვა დასვას, გამოაძევეს. ასრულებენ რუსულ დავალებას
-
გადახედვაზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს ზენდეია მუსიკის ინდუსტრიაში დაბრუნებას არ გამორიცხავს
-
გადახედვაამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს ამერიკული ავიაკომპანია 101 წლის ქალს შეცდომით 1 წლის ბავშვად არეგისტრირებს
-
გადახედვასალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ სალომე სამადაშვილი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ბრიუსელში უკანასკნელ გაფრთხილებას მისცემენ
-
გადახედვაანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის სხდომის დარბაზი სალომე სამადაშვილს და თამარ კორძაიასაც დაატოვებინა
-
-
გადახედვაალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი ალექსი პეტრიაშვილს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნება, ის დროებითი დაკავების იზოლატორშია — სახალხო დამცველის აპარატი
კომენტარები