გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა შიდა პარტიული "ამბავია" და მსგავსი "რამეები ხდება".

"ჩვენი დასავლელი პარტნიორი ელჩების კრიტიკა არც მე მგონია სწორი, მათ შორის, უხეში ფორმით. ეს ნაციონალური მოძრაობის შიდა პარტიული ამბავია, ხდება ეგეთი რამეები, მე ვისზე რა უნდა ვთქვა, აგერ გავიყავით 2 კვირის წინ", — ამბობს ჯაფარიძე.

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია დატოვა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. ვაშაძემ ნაწილობრივ ისაუბრა წასვლის მიზეზებზეც. მან აღნიშნა რომ, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს მხოლოდ ე.წ. ქართულ ოცნებას აძლევს ხელს. მისივე თქმით, ვერ შეეგუება იმას, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც კარგა ხანია თითქოს და ჩააბარეს წარსულს, და რომლებთან ერთად ვერასდროს, იმეგობრებს, მანვე აღნიშნა ,რომ ასე ვერასდროს ვერ მოიპოვებენ ამომრჩევლის ნდობას.