ნახეთ არქის საახალწლო რგოლი "ოპერაცია — შურისძიება"
სახლიდან მომუშავე მშობლები, ჭკვიანი ბავშვები, რომლებსაც მშობლები სამსახურის გამო ყურადღებას ვერ აქცევენ და კართან მომდგარი ახალი წელი — 2020 წელს, თითქმის ყველა ოჯახისთვის ნაცნობი ეს სიტუაცია, არქიმ საზოგადოებას სარეკლამო ვიდეორგოლის სახით წარუდგინა. როგორც ყველა ამბავი კეთილად სრულდება, საბოლოოდ, მთავარმა პერსონაჟმა ბავშვებმა ახალი წლის მოსვლაც დააჩქარეს და მშობლების ყურადღებაც მათზე გადმოიტანეს. ერთად ყოფნას ხომ განსაკუთრებული დღეები არ სჭირდება? ვიდეორგოლზე სააგენტო JWT Metro–მ იმუშავა. თუ როგორ დაიგეგმა სარეკლამო რგოლის კონცეფცია და რა არის მისი მიზანი, ამაზე არქის მარკეტინგის ხელმძღვანელი ელენე ბარათაშვილი და მეტროს კრეატიული დირექტორი ეკა ყიფიანი ისაუბრებენ.
როგორც ელენე ბარათაშვილი ამბობს, სარეკლამო რგოლის მიზანი მაყურებლისთვის იმ იდეის მიწოდება იყო, რომ 2020 წლის რთულ პირობებში, ოჯახთან ერთად ყოფნა არ დაგვავიწყდეს, ამას კი განსაკუთრებული დღეები არ სჭირდება.
"წლევანდელმა წელმა, ყველას დაგვანახა, თუ როგორი მნიშვნელოვანია სახლი და როგორი მრავალფუნქციური შეიძლება იყოს ის. 2020 წელს სახლი იყო ჩვენთვის როგორც მოსასვენებელი სივრცე, ასევე სამუშაო ადგილი. მისი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია კი უცვლელი დარჩა - სახლი, ეს ჩვენი ოჯახის წევრების თავშეყრისა და მათთან ურთიერთობის შეუცვლელი ადგილია. ჩვენი ვიდეორგოლიც ზუსტად ამას ეხება. როდესაც ოჯახი ერთად არის, ერთ ჭერქვეშ, ყოველთვის მნიშვნელოვანია მაქსიმალურად დიდი და ხარისხიანი დრო გავატაროთ ერთად", — ამბობს ელენე.
ელენეს აზრით, რეკლამა მაყურებელს თავისი პოზიტიური შინაარსით დაამახსოვრებს თავს. უმეტესობა მათგანი კი სარეკლამო რგოლში საკუთარ თავსაც ამოიცნობს.
ეკა ყიფიანის აზრითაც, რეკლამის შინაარს ძალიან ბევრი ოჯახი გაითავისებს, განსაკუთრებით კი — ბავშვები.
"ვფიქრობ, ამ რეკლამაში მშობლებმა ბავშვების თვალით დაინახეს ის სიტუაცია, თუ რა რაკურსით გვხედავენ პატარები ჩვენ. რეკლამას პოზიტიური გამოხმაურება ჰქონდა, რაც 2020 წლის პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია. თან, პლუს, ახალი წლის კამპანია მსუბუქი, მხიარული და საყვარელი უნდა იყოს. ჩვენი სარეკლამო რგოლიც სწორედ ამ ემოციების მატარებელია", — ამბობს ეკა.
ეკასთვის ინსპირაცია ბავშვები და მათი ხედვა იყო, თუ როგორ ხედავენ ისინი სახლიდან მომუშავე მშობლებს.
"მთელი წლის განმავლობაში სახლმა, ალბათ, ყველაფრის ფუნქცია შეითავსა. დაირღვა ის საზღვარი, რომელიც მანამდე სამსახურსა და სახლს ჰყოფდა. ბავშვები გვიყურებდნენ, თან როგორ ვართ სახლში და თან არ ვართ. ადამიანები ხშირად განსაკუთრებულ თარიღებს ვეძებთ იმისთვის, რომ ოჯახის წევრებთან ერთად შევიკრიბოთ. სახლი კი ის ადგილია, რომელსაც განსაკუთრებული დღე არ სჭირდება. რეკლამის პერსონაჟმა ბავშვებმა სწორედ ეს აღმოაჩინეს და ბოლოს - ახალი წლის მოსვლაც დააჩქარეს და მშობლების ყურადღებაც მიიქციეს", — ამბობს ეკა.
ეკასთვის, სარეკლამო რგოლის გადაღებისას, ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი ბავშვებთან ურთიერთობა იყო.
"გადაღებები 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სასიამოვნო პროცესი იყო ბავშვებთან ურთიერთობა, რომლებიც თავიანთ საქმეს პროფესიონალურად უდგებოდნენ, შიგადაშიგ კი თვითონაც ერთობოდნენ და ჩვენც პოზიტივით გვავსებდნენ."
თუ თბილი ემოციები და საახალწლო მუხტი გჭირდებათ, არქისა და მეტროს ერთობლივი სარეკლამო რგოლი აუცილებლად უნდა ნახოთ.
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვაკლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე! კლუბი KHIDI: ვაუქმებთ 3 და 4 მაისის ივენთებს. არა რუსულ კანონს! შევხვდებით რუსთაველზე!
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
კომენტარები