მარტოსული სპილოს გადარჩენის შემდეგ შერი გორილას გათავისუფლებას ცდილობს
ბუა ნუა ტაილანდში 1988 წელს გამოჩნდა და ცხოვრების უმეტესი ნაწილი პატას ზოოპარკში გაატარა, რომელიც ბენგკოკში, ერთ-ერთი მოლის თავზე მდებარეობს.
როდესაც საქმე ცხოველებზე ზრუნვას ეხება, შერს არ სძინავს. ნოემბრის მიწურულს, 74 წლის მომღერალი "მსოფლიოში ყველაზე მარტოსულ სპილოს" კავანს დაეხმარა, რომელიც წლების განმავლობაში, პაკისტანის ზოოპარკში მარტო ცხოვრობდა. სპილოს ახალი სახლი აქვს, სადაც საკმარისი სივრცე და ბევრი სხვა სპილოა, რომლებთან მეგობრობაც შეუძლია.
გადარჩენის ოპერაციას ცხოველებზე ზრუნვის საერთაშორისო ორგანიზაცია — ოთხი თათი ხელმძღვანელობდა, პაკისტანის ხელისუფლებასთან, ამერიკელ ბიზნესმენ ერიკ მარგოლისთან და არასამთავრობო ორგანიზაცია Free The Wild-თან ერთად, რომელიც შერის მიერ არის დაფუძნებული. კავანი კამბოჯის დედაქალაქ სიემ-რეაპში, ველური ბუნების დაცვის სახლში გადაიყვანეს. შერი სპილოს პირადადაც შეხვდა.
როგორც გარდიანი წერს, სანამ კავანი ახალ, დაცულ სახლს ეჩვევა და ახალ მეგობრებს ხვდება, შერის ყურადღება ბუა ნუამ მიიპყრო. ბუა ნუა დედალი გორილაა, რომელიც ტაილანდში 1988 წელს აღმოჩნდა და პატას ზოოპარკშია გამოკეტილი.
შერიმ ტაილანდის გარემოს დაცვის მინისტრს მისწერა და შეშფოთება გამოთქვა ცხოველის საცხოვრებელი პირობების გამო, რაც მომცრო გალიას, უმნიშვნელო გონებრივ დატვირთვას და გარესამყაროზე შეზღუდულ წვდომას გულისხმობს.
გარდიანის თანახმად, შერიმ წერილში ბუა ნუას კონგოში უსაფრთხო ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვისთვის მზაობა გამოთქვა.
შერის მიერ დაარსებული ორგანიზაციის დახმარებით არაერთი ცხოველი გადაიყვანეს დაცულ საცხოვრისებში და მაღალი ხარისხის ზოოპარკებში. შერის ზოოპარკიდან ორანგუტანგების, გიბონის და ბონობოს ტრანსპორტირებაც სურს.
Sky News-ის ცნობით, მინისტრი უკვე გამოეხმაურა წერილს და აღნიშნა, რომ ცხოველების ზოოპარკიდან გადაყვანის გეგმაზე მუშაობენ.
"გატყობინებთ, რომ ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს არასდროს დავიწყებია ბუა ნუა. პირადად მე, როგორც მინისტრი, რომელსაც ველური ბუნების კონსერვაცია ევალება, უკვე დავუკავშირდი შესაბამის უწყებებს, რათა ბუა ნუასთვის უკეთესი ცხოვრების გზები გამოინახოს", — აღნიშნული წერილი Sky News-მა გაავრცელა.
პატას ზოოპარკის დირექტორი ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ არცერთი ცხოველი, მათ შორის ბუა ნუა ცუდ პირობებში არ ცხოვრობს.
"ვრცელდება ცილისწამება, რომ ცხოველებს ვაშიმშილებთ, რაც სიმართლე არ არის", —განაცხადა მან — "გორილას ველურ ბუნებაში დაბრუნების მომხრეებს არ ესმით, არ გააჩნიათ ცხოველების შესახებ საკმარისი ცოდნა. ზოოპარკში დაბადებული ცხოველები ველურ პირობებში გადარჩენას ვერ შეძლებენ".
ზოოპარკის დირექტორმა შერი მიიწვია, რათა ადგილზე ნახოს სიტუაცია — "მოვიდეს და ნახოს რამხელა ზრუნვას და სიყვარულს ვიჩენთ გორილას მიმართ".
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები