"რა სადაჩე ადგილი ეს არის?" — აფრიკის დასახლების მცხოვრები თბილისის მერს, კახა კალაძეს ასე პასუხობს.

"ახლა ვუსმინე ტელევიზიით და ბინებიც აქვთო, დაჩებად უნდათო, რა სადაჩე ადგილი ეს არის? ხალხო, მართლა მასხარად გვიგდებენ ხალხს, მართლა მასხარები გაგვხადეს", — აცხადებს ადგილობრივი.

აფრიკის დასახლებაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იქ გამოსულ მოსახლეობას აქვს სახლები და მიწები და ისინი მიზანმიმართულად ცდილობენ მიწების დატაცებს.

გაიგე მეტი: