ეს ხომ ჩემი საკუთარი მიწები არ არის, ეს არის ჩვენი ქვეყნის, თითოეული თქვენგანის ქონება — კალაძე აფრიკაზე
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ის ტერიტორიები, სადაც დემონტაჟი მოხდა, მთელი ქვეყნის, ადამიანების ქონებაა. ამის შესახებ მან რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
"ეს ხომ ჩემი საკუთარი მიწები არ არის. ეს არის ჩვენი ქვეყნის, თითოეული თქვენგანის ქონება. როდესაც მიწების დატაცება და უკანონო შენობა-ნაგებობების განთავსება ხდება, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია", — თქვა კალაძემ.
დღეს თბილისში, აფრიკის დასახლებაში, ადგილობრივ მოსახლეობასა და პოლიციას შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო. მერიის ზედამხედველობის სამსახურმა იქ არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი მოახდინა, რასაც მოსახლეობა ხელს უშლიდა.
პოლიციამ დააკავა რამდენიმე აქტივისტი. მოსახლეობის ნაწილი პოლიციას ქვას ესვროდა. ადილობრივები ცდილობდნენ, პოლიციის კორდონს ხელოვნური ბარიერი აღემართათ და გადაადგილების საშუალება არ მიეცათ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ იმ ხალხს აქვს სახლი და მიწა და ეს არის მიწების მიზანმიმართული დატაცება.
"იქ არავინ არ ცხოვრობს, ეს არის დატაცებული მიწები. მიზანმიმართულად ხდება ამ კონკრეტული ტერიტორიების დაკავება, გარკვეული შენობა-ნაგებობების განთავსება, რომ შემდეგ, წლების მერე მოახდინონ ამ მიტაცებული მიწების მითვისება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ესენი არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ სახლები, არიან ის ადამიანები, რომელთაც აქვთ მიწები და ა.შ. არ გამოვრიცხავ, ამის უკან იყვნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც ხელს ითბობენ ამაზე", — განაცახად კახა კალაძემ.
რამდენიმე კვირით ადრე ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მოუწოდა თბილისის მერიას, არ დაიწყოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი და სახლ-კარის გარეშე არ დატოვოს იქ მცხოვრები ადამიანები.
EMC-ს თქმით, უნებართვოდ აშენებული შენობები, ხშირად, ერთადერთი თავშესაფარია იქ მცხოვრები ადამიანებისთვის და ქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადება, მსგავსი შენობების სასწრაფო დემონტაჟის შესახებ, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და არღვევს ადამიანის უფლებების მინიმალურ სტანდარტებს.
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები