მაკენზი სკოტმა $4,2 მლრდ ქველმოქმედებისთვის 4 თვეში გაიღო
მაკენზი სკოტმა, ამაზონის დამფუძნებელის, ჯეფ ბეზოსის ყოფილმა ცოლმა საკვების ბანკებსა და სასწრაფო დახმარების ფონდებს 4 თვის განმავლობაში, 4 მილიარდ დოლარზე მეტი გადაურიცხა.
სკოტი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მე-18 ადგილზეა, წელს მისი ქონება 23.6 მილიარდი დოლარიდან 60.7 მილიარდამდე გაიზარდა. მისი ქონების დიდი ნაწილი ბეზოსთან, მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანთან განქორწინების შედეგია.
"ისედაც გაჭირვებულ ამერიკელებს პანდემია გადაუჭრელ ამოცანად ექცათ", — დაწერა სკოტმა ბლოგში და დასძინა, რომ დასახმარებლად 380 ფონდი შეარჩია, რომელიც 6,500-მდე ორგანიზაციას მოიცავს.
"ეკონომიკური ზარალი და ჯანმრთელობის გართულებები განსაკუთრებით მძიმედ ქალებს, ფერადკანიანებსა და ჩამორჩენილი ქვეყნების მოქალაქეებს დააწვათ, ამავდროულად მილიარდერებმა ამ სიტუაციაში კიდევ უფრო მეტის დაგროვება შეძლეს", — წერდა სკოტი.
მაკენზიმ ივლისშიც გაიღო შემოწირულობა, 1.7 მილიარდი დოლარი გადაურიცხა 116 ფონდს და განაცხადა, რომ სურდა ყურადღება მიეპყრო "ორგანიზაციებისა და ლიდერებისკენ, რომლებიც ცვლილებათა მამოძრავებელი ძალა არიან". ამ შემოწირულობის ჩათვლით სკოტის მიერ ქველმოქმედებაში დახარჯულმა თანხამ 6 მილიარდ დოლარამდე შეადგინა.
გაღებული თანხა იმ ფონდებზე იყო ორიენტირებული, რომლებიც "საკვების უსაფრთხოების პრობლემების, რასობრივი უთანასწორობის, ღარიბი ქვეყნების მოსახლეობის და საქველმოქმედო კაპიტალზე ნაკლები წვდომის მქონე საზოგადოებების დახმარების კუთხით მუშაობენ".
მაკენზიმ, გასულ წელს გაცემის აღთქმა დადო, რაც ქონების დიდი ნაწილის ქველმოქმედებისთვის დახარჯვას გულისხმობს. გაცემის აღთქმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების მიერ დადებული ერთგვარი შეთანხმებაა, რომელიც მიმართულია დაგროვილი ქონების უმეტესი წილის საქველმოქმედო მიზნებით გამოყენებისკენ.
ქველმოქმედების ექსპერტები მსგავსი ოდენობის შემოწირულობებს იწონებენ. მაკენზი სკოტი მრჩეველთა დიდ გუნდთან ერთად მუშაობს, რათა ათასობით ორგანიზაციის მოძიება შეძლოს.
"ჩვენ ერთად შევქმენით ცოდნის ბაზა, გავაერთიანეთ ასობით ელექტრონული შეტყობინება თუ სატელეფონო ინტერვიუ, ათასობით გვერდიდან აღებული მონაცემი და სხვადასხვა ჯგუფების საჭიროებები, სხვადასხვა პროგრამის მონაცემი თუ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ ინფორმაცია, რათა თანხები მიზნობრივად გაგვეცა", — დაწერა სკოტმა.
ბეზოსის მილიარდები
ბლუმბერგის თანახმად, გასულ წელს ბეზოსის ქონება არნახულად გაიზარდა 70 მილიარდი დოლარიდან 185 მილიარდამდე, თუმცა არც ქველმოქმედებისთვის დაიშურა თანხები. მან 10 მილიარდი დოლარი გამოყო კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საკითხებისთვის.
ნოემბერში დააანონსა, რომ 16 სხვადასხვა ჯგუფს 800 მილონი დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცემოდა.
პანდემიისას ონლაინ მომსახურების პლატფორმები, როგორიც ამაზონია ბევრად დიდი დატვირთვით მუშაობდნენ. შვეიცარული ბანკის UBS-ის თქმით მილიარდელები პანდემიას "გასაოცრად კარგად" გაუმკლავდნენ.
მეგა-შემოწირულობები
წელს, მეგა-შემოწირულობების საგრძნობლად მაღალი ოდენობა დაფიქსირდა. სელებრითები, სპორტსმენები თუ ბიზნეს მაგნატები კოვიდ-19-ის გამოწვევებისა და სხვა პრობლემების გადასაჭრელად დიდძალ თანხებს სწირავდნენ. ტვიტერის თანადამფუძნებლის, ჯეკ დორსის ქმედება სამაგალითო იყო, მან საკუთარი 3.9 მილიარდი დოლარის მეოთხედი 1 მილიარდი გაიღო ფონდისთვის, რომელიც პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირებაზე მუშაობს.
ბილ გეითსმა და მისმა ცოლმა მელინდამ 305 მილიონი დოლარი მოახმარეს ვაქცინებს, მკურნალობისა და დიაგნოსტირების ხარჯებს. ჰარი პოტერის ავტორმა ჯოან როულინგმა 1 მილიონი ფუნტი გაიღო ძალადობის მსხვერპლთა და უსახლკაროთა დასახმარებლად.
განსხვავებულ მიზანს, ამერიკული არჩევნების დაცვას ემსახურებოდა მარკ ცუკერბერგისა და მისი ცოლის პრისცილა ჩანის მიერ გაღებული 300 მილიონი დოლარი. თანხის დიდი ნაწილი ტექნოლოგიური და სამოქალაქო ცხოვრების ცენტრს გადაეცა, რომელიც არჩევნების პროცესში ჩართული ადამიანების დაქირავებას, პერსონალური უსაფრთხოების აღჭურვილობის და დისტანციური ხმის მიცემის ორგანიზების კუთხით მუშაობს.
ლეგენდარული კალათბურთელი, მაიკლ ჯორდანი 100 მილიონ დოლარს გაიღებს
სოციალური უთანასწორობის გავლენა მომდევნო ათწლეულზე და Black Lives Matters-ისთვის.
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები