პრემიერმინისტრობის კანდიდატის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 65%-მდეა გაზრდილი.

"ერთ-ერთი მიღწევა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, როგორც გარდამავალი შედეგი, პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია დაახლოებით 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანი უნდა გახდეს 90-95%. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ შეგვეძლება უკვე ეკონომიკის უფრო თამამად გახსნა", — განაცხადა გახარიამ.

პირბადის სწორად გამოყენების წესებს გაეცანით აქ:

რომელი ნიღაბი როგორ უნდა გამოვიყენოთ, რათა მაქსიმალურად დავიცვათ თავი — NCDC-ის რეკომენდაციები

ორი კვირის წინ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში პირბადის ტარების მაჩვენებელი 55-60% იყო. მისივე თქმით, თუ პირბადის ტარების მაჩვენებელს 95%-მდე გავზრდით, ახალი შემთხვევების რაოდენობა 70%-ით შემცირდება.

გაიგეთ მეტი: