აჩუქე ქველმოქმედება — დაუფინანსე ინტერნეტი სხვის სახელზე
charte.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, დაუფინანსოს ინტერნეტი და კომპიუტერი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელებს. დღეს უკვე შეგიძლიათ, საიტზე შემოწირულობა სხვის სახელზე გააკეთოთ, ადრესატს კი პერსონალიზებული საახალწლო წერილი გაუგზავნოთ.
თუ ამ ახალ წელს სხვების მიმართ მზრუნველობის გამოჩენა გინდა და ორიგინალურ, ციფრულ საჩუქარს ეძებს, ჩართემ საინტერესო სიახლე მოგიმზადა.
დღეიდან უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ჩართეს საიტზე ერთჯერადი შემოწირულობა სხვის სახელზე გააკეთოს, ადრესატს კი საახალწლო წერილი გაუგზავნოს.
ამისათვის აუცილებელია:
- ჩართეს საიტზე აირჩიო სასურველი თანხა;
- აირჩიო მიმღები, სასურველი ტექსტი და გაგზავნის ფორმა (ელფოსტით, ბმულით თუ ამობეჭდვით);
- იხილეთ, როგორ გამოიყურება წერილი;
- გადაიხადეთ თანხა.
შემოწირულობა მოხმარდება სოციალურად დაუცველი უფროსკლასელების ინტერნეტის ხარჯებს.
რა არის ჩართე?
charte.ge საქველმოქმედო პლატფორმაა, რომელზეც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, თუნდაც 1 ლარად დაუფინანსოს ინტერნეტი ან ლეპტოპი სოციალურად დაუცველ უფროსკლასელს. 2000-ზე მეტი ყოველთვიური შემომწირველისა და კორპორატიული პარტნიორების წყალობით უკვე 1000-ზე მეტი მოსწავლეა ჩართული.
ინტერნეტისა და კომპიუტერის გარდა, მოსწავლეები იღებენ წვდომას ჩართეს პარტნიორების ონლაინ რესურსებსა და პლატფორმაზე (მათ შეუძლიათ, უფასოდ დაეუფლონ უცხო ენებს, სასკოლო და საგამოცდო მასალას, ლიტერატურას და ა.შ.). ჩართეს გუნდი მოსწავლეებს უტარებს ტრენინგს მედიაწიგნიერებაში, ფინანსურ და ონლაინ განათლებაში და უწევს მუდმივ ტექნოლოგიურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერას.
პროექტი 100%-ით გამჭვირვალეა. საიტზე წაიკითხავთ პროექტის თითოეული ბენეფიციარის ისტორიას, ნახავთ პროექტის თითოეულ ხარჯს თუ ბრუნვის საბანკო ამონაწერს, თითოეულ პროექტს, გუნდის წევრს თუ დონორს. თითოეული მხარდამჭერი იღებს გამჭვირვალობის ყოველთვიურ ანგარიშს თითოეული ხარჯითა და აქტივობით. იხილეთ ბოლო თვის ნიმუში.
COVID-19 პანდემია
მას შემდეგ, რაც COVID-19 პანდემიის გამო საქართველოში სკოლები დაიხურა, მოსწავლეებისთვის ეროვნული სასწავლო გეგმის ათვისების ერთადერთი გზა დისტანციური სწავლება გახდა. არაერთი სკოლა თუ მასწავლებელი მოსწავლეებს ონლაინ აძლევს დავალებებს, თუმცა მასწავლებელთან კომუნიკაციისთვის და ონლაინ რესურსების გამოსაყენებლად ინტერნეტი და კომპიუტერული მოწყობილობაა აუცილებელი.
სამწუხაროდ, ჩართეს გუნდის გამოთვლებით, საქართველოში 78 000-მდე მოსწავლეს არ აქვს ინტერნეტი და კომპიუტერი და არ შეუძლია სასწავლო პროცესში ჩართვა.
სწორედ ამიტომ, ჩართეს გუნდი უსაფრთხოების ზომების დაცვითა და გაათმაგებული ძალებით აგრძელებს მოსწავლეების ჩართვას საქართველოს რეგიონებში.
კიდევ რისი გაკეთება შეგიძლიათ თქვენ?
დარეგისტრირდით საიტზე ყოველთვიურ დონორად. ამისათვის:
- შედით საიტზე და დააჭირეთ ღილაკს მე ჩავრთავ;
- აირჩიეთ თანხა, რომელიც გსურთ, რომ ყოველთვიურად ჩამოგეჭრათ;
- შეიყვანეთ პირადი და საბანკო მონაცემები.
სულ ეს არის! ამიერიდან თქვენ მიიღებთ ჩართეს გამჭვირვალობის ანგარიშს, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული, ვის დაეხმარეთ, როგორ დაიხარჯა თანხა და რა შედეგი გამოიღო თქვენმა შემოწირულობამ.
ერთჯერადად დააფინანსეთ მოსწავლეების ინტერნეტისა და ლეპტოპის ხარჯები:
მიმღები: ფონდი ექსესი
თიბისი ბანკი: GE89TB7022145067800003
საქართველოს ბანკი: GE50BG0000000162703442
მეტის გასაგებად იხილეთ ჩართეს პროექტის Facebook და Instagram ანგარშიები.
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები