ალეკოზე თავდასხმა სწორი არ მგონია, მან სხვა გზა აირჩია — სამნიძე
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთის ლიდერის, ხათუნა სამნიძის აზრით, არ არის სწორი, როცა ოპოზიცია აკრიტიკებს პარტია მოქალაქეების ლიდერს, ალეკო ელისაშვილს. მისი თქმით, ის ვერ ხედავს პრობლემას იმაში, რომ ელისაშვილმა აირჩია სხვა გზა, რადგან ოპოზიციის შეხვედრებზე მასაც ჰქონდა განსხვავებული აზრები.
"მე არაერთხელ ვთქვი, რომ არ მგონია სწორი ერთმანეთს, განსაკუთრებით ამ ბოლო დროს ალეკოზე თავდასხმა სწორი იყოს და ასეთი კრიტიკა. კი, ის ამბები, რომ შიგნით როცა ვსაუბრობთ, მეც განსხვავებული აზრი მქონია ამ შეხვედრებზე და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ [...] როდესაც მას თავს ესხმიან იმის გამო, რომ მან აირჩია სხვა გზა, მაგალითად ის, რომ რომელიღაცა პუნქტმა შეიძლება უფრო დააკმაყოფილოს, ვიდრე სხვამ, ამ ნაწილში არ მგონია სწორი მისი კრიტიკა, იმიტომ, რომ მან აირჩია თავისი გზა, მაგრამ ჩვენთან ერთად დგას, როგორც ბოიკოტის ნაწილში, ასევე მანდატების ნაწილში, ის არ შესულა პარლამენტში და დღეს დაადასტურა, რომ მე პარლამენტში არ შევალო", — ამბობს სამნიძე გადაცემა რეაქციაში.
TV პირველზე, გადაცემა რეაქციაში, მოქალაქეების ლიდერმა, თქვა, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მაგიდაზე დასხდომის შემდეგ ლელოს ოფისში განიხილებოდა ოპოზიციის მოქმედების სხვადასხვა სცენარი, მათ შორის მღელვარე ხალხზე "მოჯდომა". სამნიძე ამასაც გამოეხმაურა.
"ვშლით მოლაპარაკებებს და ვართ ქუჩაში, ვეკითხებოდი, მერე რას ვაკეთებთ, რა გეგმა გვაქვს, როგორ ვამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს და როგორ მოვიპოვებთ უკეთეს ქვეყანას. ერთი ვერსია იყო რომ ბაიდენის ადმინისტრაცია შეიცვლება იანვარში და რაღაცა ჩვენ სასიკეთოდ შეიცვლება, ევროპული საქართველოს ხალხი იყო ძირითადად პასუხის გამცემი — ამაზე დავცინეთ, რა თქმა უნდა. მეორე ვერსია იყო, რომ მღელვარება იქნება ისეთი ზამთარი იქნება და უმუშევრობა, სიღატაკე და კორონავირუსი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვარდება, ამაზე ჩვენ გვქონდა საშინელი რეაქცია და ვთქვით, რომ ვისაც ეს უნდა და ვისაც უნდა რომ ამ მღელვარების ტალღას მოაჯდეს ჩვენ ვიქნებით მისი მოსისხლე მტრები", — განაცხადა ელისაშვილმა.
როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, ის არ ეთანხმება ოპოზიციის შიგნით მიმდინარე საუბრების გარეთ გამოტანას და ამ ნაწილში კოლეგების კრიტიკას უერთდება.
"რაც შეეხება მეორე ნაწილს, სადაც ის კოლეგების ნათქვამზე ლაპარაკობს, ინტერპრეტირებას უკეთებს და ამით ხელს უწყობს სხვა პროცესებს, ამ ნაწილში კი მეც, ჩემს კოლეგებთან ერთად გავაკრიტიკებ და ვიტყვი, რომ არ არის სწორი, როდესაც შიგნით ვსაუბრობთ სხვადასხვა სცენარებზე, სხვადასხვა საშუალებებზე, რა შეიძლება გააკეთოს ოპოზიციამ და ეს საუბარი გარეთ უნდა გამოვიტანოთ, აი ამის მომხრე არ ვარ", — თქვა სამნიძემ რეაქციაში.
ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა მანდატების გაუქმების თაობაზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართეს. მანდატებზე ოფიცილაურად არ მიუმართავს პარტია მოქალაქეებს, პატრიოტთა ალიანსს და გირჩის სხვა ლიდერებს ზურაბ ჯაფარიძის გარდა. 31 ოქტომბერს გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათ უარი თქვეს მეორე ტურში მონაწილეობაზე და არ აპირებენ პარლამენტში შესვლას.
პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის საპოვნელად აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მმართველი პარტიისა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ოპოზიცია მოითხოვს ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, გათავისუფლდნენ პოლიტპატიმრები და გადადგეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, თამარ ჟვანია.
გაიგეთ მეტი:
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
-
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
კომენტარები