"კაცებიც ტირიან" — სოციალური კამპანია გენდერული სტერეოტიპების წინააღმდეგ
Renaissance Youth Leaders Forum (RYLF) ფილიპინების სილიმანის უნივერსიტეტის სოციალურ-სამოქალაქო ორგანიზაციაა, რომელიც სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას ისახავს მიზნად და საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილებებისთვის იბრძვის. 21 ნოემბერს ორგანიზაციამ დაიწყო სოციალური მედიის კამპანია ტოქსიკური მასკულინობის წინააღმდეგ ჰეშტეგებით #FightTheStigma (ებრძოლე სტიგმას) და #UNMUTE (ამოიღე ხმა).
"ტოქსიკური მასკულინობით კაცებიც ზარალდებიან და ქალებიც. ეს ყოველდღიურად ხდება, როგორც ონლაინ, ისე მის გარეთ", — ნათქვამია კამპანიაში.
საკუთარი წარმოდგენების საილუსტრაციოდ RYLF-მა პოსტერები გაავრცელა. დაწყებული ვარდისფერის ჩაცმით და დამთავრებული ტირილით, ორგანიზაციამ გამოხატა ის გზები, რომლებითაც, მისი აზრით, საზოგადოება კაცებზე ზეწოლას ახდენს, რაც მათ საკუთარ თავთან და გარემოსთან ნორმალურ ურთიერთობაში უშლის ხელს.
წარწერა: კაცები არ ტირიან, და ეს ნორმალურია
მარტივად თუ ვიტყვით, ტოქსიკური მასკულინობა თრგუნავს ემოციებს ან ნიღბავს ტკივილს. ის მოჩვენებით სიმტკიცეს ინარჩუნებს და ძალადობას ძალის ინდიკატორად აღიქვამს. ეს იმის შედეგია, რომ ბიჭებს ასწავლიან, რომ მათ არ შეუძლიათ ემოციების ღიად გამოხატვა და რომ ისინი ყოველთვის "ძლიერები" უნდა იყვნენ, ყველაფერი სხვა კი მათ "ფემინურსა" და "სუსტს" გახდის.
წარწერა: კაცებს არ აცვიათ შეუძლიათ, ეცვათ ვარდისფერი
ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის (APA) თქმით, ეს კულტურული გაკვეთილები "აგრესიასა და ძალადობას" უკავშირდება, რის გამოც ბიჭები და კაცები "არაპროპორციული რისკის ქვეშ არიან სასკოლო დისციპლინის, აკადემიური გამოწვევებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის უთანასწორობის მხრივ", მათ შორის გულ-სისხლძარღვთა პრობლემებისა და ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მხრივ.
წარწერა: ბიჭები ბიჭებად დარჩებიან ბიჭებს უნდა ვასწავლოთ, რომ პატივი სცენ სხვებს და მათ საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ
"კაცები უფრო დიდი ალბათობით ჩადიან ძალადობრივ დანაშაულს, ვიდრე ქალები, და უფრო დიდია ალბათობა, რომ თვითონაც ძალადობრივი დანაშაულის მსხვერპლი გახდებიან", — დაწერა ამერიკის ფსიქოლოგიურმა ასოციაციამ.
წარწერა: ბიჭებს არასდროს ეშინიათ და ეს ნორმალურია
საზოგადოებრივი წნეხი, მოლოდინები ოჯახისგან, მეგობრებისა და პარტნიორებისგან და თვით რელიგიური წარმომადგენლების მოლოდინებიც კი ხშირად ძალიან დამამძიმებელია იმ ბიჭებისა თუ კაცებისთვის, რომლებიც საკუთარ იდენტობას ეძებენ.
მართალია, ზოგიერთი სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფი მასკულინობის ჯანსაღი ფორმის გარკვეულ დირექტივებს იძლევა, ექსპერტები ამბობენ, რომ ინდივიდისთვის უკეთესია, საკუთარ განმარტებას დაეყრდნოს, თუკი ეს მათ ან სხვებს არ აზიანებს.
წარწერა: კაცებმა არასდროს უნდა ითხოვონ დახმარება
იმის ახალი განმარტება, თუ რას ნიშნავს, იყო კაცი, შეიძლება მოიცავდეს ზოგად ადამიანურ გამოცდილებებს, მაგალითად: მრავალფეროვანი ემოციების გამოცდისადმი ღიაობას, ურთიერთდამოკიდებულებას, მოწყვლადობას, დახმარებისადმი ღიაობას, სიკეთეს, უფრო მეტ სირბილესა და ზომიერებას. ეს არ გულისხმობს ყველა ტრადიციული "მასკულინური" თვისების დავიწყებას. ზოგიერთი ტრადიციული თვისება, როგორიცაა, მაგალითად, სიძლიერე და თავგადასავლების სიყვარული, ზოგ ადამიანს საკუთარი პიროვნული იდენტობის განსაზღვრაში შეიძლება დაეხმაროს.
წარწერა: კაცებს არ შეუძლიათ, იყვნენ ფემინისტები
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები