არ იყო მგალობელი, ეს იყო შეღავათი და გამონაკლისი — ჯაღმაიძე ჭოხონელიძის საშობაო გალობაზე
საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ თამრიკო ჭოხონელიძე სამებაში გამონაკლისის სახით გალობდა, ის მგალობელი არ არის და ეს იყო "შეღავათი". ასე გამოეხმაურა ის ჭოხონელიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ანტიდისკრიმინაციული განცხადებების გამო შობის ღამეს სამებაში ვეღარ იგალობებს.
"თამრიკო კარგია, რომ გალობდა. ხანდახან აქ იგალობა, თუმცა თამრიკო არ არის მგალობელი. ეს იყო შეღავათი, გამონაკლისი. თამრიკოს გარდა სხვასაც უგალობია აქ, — განაცხადა მან.
ჟურნალისტის რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ ჭოხონელიძე 10 წლის განმავლობაში გალობდა, ჯაღმაიძე ამბობს:
"სუხიშვილების ანსამბლმა ლასკალაში ჩაატარა კონცერტი 67 წელს, თუ დღეს აღარ ატარებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცამ, რაღაცა..."
მომღერალ თამრიკო ჭოხონელიძის განცხადებით, იგი შობის ღამეს ტაძარში აღარ იგალობებს. მისი თქმით, დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული განცხადებების გამო "დასაჯეს" და გარკვეული "სამაგიერო გადაუხადეს".
"როდესაც, ღიად ეთერში გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება იმ ჩემთვის მიუღებელი საკითხისადმი, რომ არ მოგწონს ადამიანის რელიგიური მრწამსი, რასა თუ ორიენტაცია, ამიტომ უნდა ჩაიქოლოს ადამიანი, ამიტომ მისი დისკრედიტაცია ხდება, ამიტომ სამსახურებიდან ათავისუფლებენ, თუ არ მუშაობს არ იღებენ და აბულინგებენ, ამის წინააღმდეგ წავედი მე. მას შემდეგ "ტოლერანტ ადამიანთა" ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ შობის ღამეს, როდესაც ტაძარში ვგალობ, აღარ უნდა მემღერა", — განაცხადა მან.
2019 წლის 2 მაისს მომღერალმა თამრიკო ჭოხონელიძემ 17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ კონცერტზე გამოსვლაზე უარი თქვა. მისი განცხადებით, ამის შემდეგ იგი თავდასხმისა და ბულინგის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, მომღერალმა თქვა, რომ სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანების დისკრიმინაცია მართებული არაა.
"17 მაისი უფრო ადრე გაჟღერდა იმ ხალხის მიერ, ვინც ეს დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის დღედ გამოაცხადა. სექსუალური ნიშნით ადამიანის დისკრიმინაცია არ უნდა იყოს მართებული და ლამაზი. არც უფალს უთქვამს შენ ვინც არ მოგწონს, ჩაქოლეო, მან სხვადასხვანაირი ადამიანები გააჩინა დედამიწაზე", — განაცხადა ჭოხონელიძემ.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
კომენტარები