საკონსტიტუციომ გააუქმა ნორმა, რომელიც დაზარალებულს არ აძლევდა საშუალებას, საქმის მასალები ასლის სახით მიეღო
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავდა დაზარალებულის შესაძლებლობას, მიეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაცნობოდა მასალებს ასლის სახით. ამ გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა კონსტანტინე გამსახურდიას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ ზვიად გამსახურდიას საქმეზე.
აქამდე დაზარალებულს ან მის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების შესწავლა პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლო და კოდექსი არ ითვალისწინებდა მასალის ასლების გადაცემის შესაძლებლობას. მოსარჩლე განმარტავდა, რომ სისხლის სამართლის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ყოველთვის საკმარისი არ იყო საქმის მასალების სიღრმისეულად და სრულყოფილად გაცნობისათვის.
"სადავო ნორმა ადამიანის უფლებას, გაეცნოს საჯარო დაწესებულებებში მასზე არსებულ ინფორმაციას, გამოძიების დაცვის მოტივით, ზღუდავს იმაზე მეტი ინტენსივობითა და მოცულობით, ვიდრე ეს აუცილებელია გამოძიების დაცვის ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამდენად, სადავო ნორმის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი დოკუმენტაცია და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, ვერ აკმაყოფილებს აუცილებლობის მოთხოვნას, არათანაზომიერია და ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებულ უფლებას", — წერია საკონსტიტუციოს გადაწყვეტილებაში.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, კონსტანტინე გამსახურდია აცხადებს, რომ ეს გაუმარტივებს დაზარალებულს ან მისი უფლებამონაცვლეს მასალების გაცნობის პროცესს და მნიშვნელოვანია ყველასთვის.
"დღეიდან დაზარალებულებს შეუძლიათ, რომ საქმის მასალები მთლიანად ასლის სახით მიიღონ და ადვოკატებთან ერთად გაენცონ სრულფასოვნად და მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ. ძირითადი პრობლემა, რაც უკავშირდებოდა დაზარალებულების მხრიდან პროკურატურის მიმართ უნდობლობას, ეს იყო ინფორმაციის ნაკლებობა", — განაცხადა რუსთავი 2-თან გამსახურდიას ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა.
გადაწყვეტილება ძალაში შევიდა საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. ის საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.
-
გადახედვაGoogle სპეციალური "დუდლით" დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს Google სპეციალური "დუდლით" დამოუკიდებლობის დღეს გვილოცავს
-
გადახედვაკობახიძე: ჩვენი ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად კობახიძე: ჩვენი ქართული ოცნებაა, 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად
-
გადახედვა"შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს და ჩვენს თვალწინ ნათლად ჩანს" — რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა 26 მაისის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას "შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს და ჩვენს თვალწინ ნათლად ჩანს" — რაზე ისაუბრა პრეზიდენტმა 26 მაისის ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას
-
გადახედვააშშ-ის საელჩო: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! აშშ კვლავ რჩება თქვენი სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად აშშ-ის საელჩო: გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო! აშშ კვლავ რჩება თქვენი სუვერენიტეტის მტკიცე მხარდამჭერად
-
გადახედვარატომ გაქრა ციდან ასობით მასიური ვარსკვლავი — შესაძლოა, მეცნიერებს პასუხი ჰქონდეთ რატომ გაქრა ციდან ასობით მასიური ვარსკვლავი — შესაძლოა, მეცნიერებს პასუხი ჰქონდეთ
-
გადახედვააღმოაჩინეს დედამიწის ზომის პლანეტა, რომელზეც სასიცოცხლო პირობები შეიძლება იყოს აღმოაჩინეს დედამიწის ზომის პლანეტა, რომელზეც სასიცოცხლო პირობები შეიძლება იყოს
-
გადახედვაკროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან (მეორე ნაწილი) კროსვორდი: დაასრულე ცნობილი ფრაზა ქართული ფილმიდან (მეორე ნაწილი)
-
გადახედვამალე პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — როდის ჩამწკრივდება ცაზე 6 პლანეტა მალე პლანეტების აღლუმს ვიხილავთ — როდის ჩამწკრივდება ცაზე 6 პლანეტა
-
გადახედვარამდენად ხშირად ნადირობდნენ ქალები პრეისტორიულ სამყაროში — ახალი კვლევა რამდენად ხშირად ნადირობდნენ ქალები პრეისტორიულ სამყაროში — ახალი კვლევა
-
გადახედვაპუტინს სურს ზავი უკრაინასთან, თუ შეთანხმება აღიარებს მიმდინარე ფრონტის ხაზებს — Reuters პუტინს სურს ზავი უკრაინასთან, თუ შეთანხმება აღიარებს მიმდინარე ფრონტის ხაზებს — Reuters
-
-
-
-
გადახედვაბრაჭველი პოლიციისა და თვითმმართველობის თანამშრომლებს: სანქციების კანონპროექტში თქვენი სამსახურები სახელდებით არის მოხსენიებული ბრაჭველი პოლიციისა და თვითმმართველობის თანამშრომლებს: სანქციების კანონპროექტში თქვენი სამსახურები სახელდებით არის მოხსენიებული
-
გადახედვაNeuralink-ის პირველ პაციენტს Tesla-ს რობოტის გონებით გაკონტროლება უნდა Neuralink-ის პირველ პაციენტს Tesla-ს რობოტის გონებით გაკონტროლება უნდა
-
-
გადახედვალევან ღირსიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა ლევან ღირსიაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა
-
გადახედვაBeetlejuice 2-ში ვაინონა რაიდერი და კეტრინ ო'ჰარა დაბრუნდებიან — ტრეილერი Beetlejuice 2-ში ვაინონა რაიდერი და კეტრინ ო'ჰარა დაბრუნდებიან — ტრეილერი
-
გადახედვა"ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, თავისუფლების, ევროპული მომავლის დაცვის საქმეში" — ოპოზიციური პარტიების განცხადება "ვაფასებთ აშშ-ის ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, თავისუფლების, ევროპული მომავლის დაცვის საქმეში" — ოპოზიციური პარტიების განცხადება
-
გადახედვაქართული ოცნება ამბობს, რომ ბლინკენის განცხადება შანტაჟია და სანქციები ამერიკას უფრო დააზიანებს ქართული ოცნება ამბობს, რომ ბლინკენის განცხადება შანტაჟია და სანქციები ამერიკას უფრო დააზიანებს
-
გადახედვანეანდერტალელების ძვლებში ადამიანთა უძველესი ვირუსები აღმოაჩინეს ნეანდერტალელების ძვლებში ადამიანთა უძველესი ვირუსები აღმოაჩინეს
კომენტარები