ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრებმა პარტიის თავმჯდომარის კანდიდატებად ნიკა მელია და ლევან ვარშალომიძე წარადგინეს. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტიის ახალ თავმჯდომარეს თვის ბოლოს აირჩევენ.

"ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პარტიის თავმჯდომარის ყველაზე გამჭვირვალე არჩევა მოხდება, ელექტრონულად. ათი ათასობით პარტიის მხარდამჭერს და ასევე, პარტიის წევრებს ამ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ", — განაცხადა უდუმაშვილმა TV პირველთან.

ენმ-ს პარტიის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ პარტია 15 დეკემბერს დატოვა. ვაშაძემ ნაწილობრივ ისაუბრა წასვლის მიზეზებზეც. მან აღნიშნა რომ, არ ეთანხმება პარტიის ხელმძღვანელობის უმრავლესობის მიერ პარტიის წევრებთან კონსულტაციების გარეშე არჩეულ ტაქტიკას. მისივე თქმით, მისთვის კიდევ უფრო მიუღებელია პარტიული სტრატეგიის არარსებობა. ეს კი მხოლოდ ქართულ ოცნებას აძლევს ხელს.

გაიგეთ მეტი: